10:46 ანეკდოტები | |
* * * ინტერნეტის ორი მომხმარებელი საუბრობს. ერთი მეორეს ეუბნება: – როგორ არის საქმეები? – აბა, როგორ გითხრა... თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, მხოლოდ ეგ არის, რომ თითები მტკივა. – თითები რატომ გტკივა? – წუხელ მეგობრებს შევხვდი ჩატში და მთელი ღამე სიმღერებს ვმღეროდით...
* * * ცოლი ქმარს ეუბნება: – გუშინ დაგინახე, როგორ გამოხვედი ლუდის ბარიდან! – აბა რა ვქნა, იქ ხომ ვერ ვიცხოვრებ!
* * * ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება: – ჩემს მეუღლეს გახდომა უნდა და იპოდრომზე რეგულარულად დადის ცხენით. – მერე შედეგი როგორია? – ათი კილოგრამი დაიკლო, ცხენმა.
* * * ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება: – როგორ არ გრცხვენია? ორმოცი წელი იცხოვრე მეუღლესთან ერთად, ახლა კი მიატოვე და ახალგაზრდა მოიყვანე ცოლად! – შენ რა გესმის! მოხუც ცოლთან ცხოვრება ღამის ნამდვილი საშინელებაა: ხან ვალიდოლი მიუტანე, ხან გულის წვეთები, ხან ფანჯარა გამოაღე, ხან დაკეტე. საშინელებაა! ახალგაზრდასთან კი შესანიშნავია, საღამოს წავა, დილას დაბრუნდება და მთელი ღამე მშვიდად მძინავს.
* * * ცოლი ქმარს ეუბნება: – წარმომიდგენია, რა საშინელი ეჭვები დაგებადა თავში, როდესაც ორი დღით სახლიდან წავედი. – ჰო, მაშინვე გავიფიქრე, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდი...
* * * 1 იანვრის დილით ჩატარებულმა სატელეფონო გამოკითხვამ ასეთი შედეგები გამოიღო: – გამოკითხულთა 2–მა პროცენტმა უპასუხა "დიახ?" – 3–მა პროცენტმა "ალო?" – 95 პროცენტს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
* * * ბებია შვილიშვილს არიგებს: – როდესაც დაახველებ, ხელისგული პირზე უნდა მიიფარო. – ნუ გეშინია ბებია, კბილები შენსავით არ გადმომივარდება! * * * მოსამართლე ბრალდებულს ეკითხება: – რატომ არ აიყვანეთ ადვოკატი? – ყველა ადვოკატმა უარი თქვა ჩემს დაცვაზე, როდესაც გაიგეს, რომ ის ხუთი მილიონი არ მომიპარია!
* * * სტომატოლოგის კაბინეტში: – ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ... – ექიმო შეეშვით ჩემ კბილებს!
* * * ქმარი სახლში დაბრუნებულ ცოლს ეუბნება: – დღეს ჩვენთან ხანდაზმულთა სახლიდან იყვნენ მოსულები... – რა თქმა უნდა, რაიმეს მისცემდი? – აბა რა, დედაშენი გავატანე.
* * * ქალი ექიმს ეუბნება: – ექიმო, ჩემმა ქმარმა აიჩემა ნაპოლეონი ვარო! – არაუშავს, შევეცდები განვკურნო. – იქნებ პირდაპირ კუნძულზე გადაგვესახლებინა? | |
|
სულ კომენტარები: 0 | |