მთავარი » 2010 » ნოემბერი » 23 » ანეკდოტები
08:25
ანეკდოტები


***
ბუღალტერი თავის 4 წლის ბავშვს კონკიას ზღაპარს უკითხავს. ბავშვი ყურადღებით უსმენს. იმ ადგილის წაკითხვის შემდეგ, სადაც გოგრა ოქროს კარეტად გადაიქცევა, მამას ეკითხება:
- მამა, როცა გოგრა ოქროს კარეტად გადაიქცევა, ეს როგორ იქნება კლასიფიცირებული: როგორც შემოსავალი, თუ როგორც ქონების ღირებულების გაზრდა?
***
ორი ქირურგი ლაპარაკობს:
- როგორ ჩაიარა ოპერაციამ.
- არა რა, ნარკოზით საინტერესო არ არის.
***
ორი კლასელი ხვდება ერთმანეთს. გაიხსენეს ძველი წლები. გაიხსენეს კლასელები. მათ შორის ნათიაც:
- რას შვრება ნათია, როგორ არის?
- ეჰ… არ გაუმართლა ქმრებში. პირველი ავარიაში დაიღუპა, მეორე ხანძრის დროს დაიწვა, მესამეს დენმა დაარტყა, მეოთხე…
- რა, მეოთხეც მოკვდა?
- არა, ციხეშია.
- კიდევ კარგი, ეგეც არ მომკვდარა. რაზე ჩასვეს?
- ცოლის მკვლელობისთვის.
***
მიმდინარეობს ოპოზიციის მიტინგი. ამ დროს ქალაქის თავზე გადაიჭიმება ცისარტყელა:
- ხედავთ ხალხო, რაში ხარჯავენ ფულს!
***
პატარა კუ მთელი დღე ცდილობს პალმაზე აცოცებას, მაგრამ არ გამოსდის. შორიახლოდან ამ პროცესს აკვირდება ორი მაიმუნი. ბოლოს ერთი მაიმუნი ეუბნება მეორეს:
- იქნებ უთხრათ, რომ ნაშვილები გვყავს
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 816 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]