მთავარი » 2010 » ნოემბერი » 15 » ანეკდოტები
15:27
ანეკდოტები


***
კაცი სახანძროში რეკავს და მთელი ხმით ყვირის:
– ვიწვით! სასწრაფოდ მოდით, ცეცხლი გვიკიდია.
ოპერატორი პასუხობს:
– გამოძახება მიღებულია.
და... როგორ უნდა მოვიდეთ თქვენთან?
კაცი პასუხობს:
– თქვენ რა, მანდ ყველანი გამოშტერდით? როგორ უნდა მოხვიდეთ და, დიდი წითელი მანქანით!


***
წიგნების მაღაზიაში დაკეტვამდე ორი წუთით ადრე აქოშინებული გლეხი შერბის და გამყიდველს ეკითხება:
– წიგნები გაქვთ?
– დიახ, გვაქვს.
– ძალიან კარგი, ორი ცალი მომეცით!


***
აღელვებული კაცი გამოდის უფროსის კაბინეტიდან და თანამშრომელს ეუბნება:
– არასდროს აღარ ვიმუშავებ ამ ნაძირალასთან.
– და, რა გითხრა ასეთი?
– გათავისუფლებული ხარო.


***
ექიმი სკოლის მოსწავლეებს ლექციას უკითხავს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ და ეუბნება:
– ბავშვებო, ონანიზმი იწვევს ჩავარდნებს მეხსიერებაში და სხვა ნაკლოვანებებს – დამავიწყდა კერძოდ, რომლებს...


***
ძალიან პატარა ანეკდოტი:
კალაბოკმა თავი ჩამოიხრჩო.


***
ფსიქოანალიტიკოსთან კლიენტი მივიდა, დივანზე ჩამოჯდა და ხმას არ იღებს. ასე გავიდა 1 საათი. კლიენტმა 50 დოლარი გადაიხადა და წავიდა. იგივე გამეორდა ზედიზედ ოთხ დღეს. ამის შემდეგ ფსიქოანალიტიკოსმა ვეღარ მოითმინა და კლიენტს ჰკითხა:
– აბა, დიდხანს ვისხდებით ასე ჩუმად? აღარ მეტყვით, რა გაწუხებთ?
– ცოლი, ექიმო, ცოლი. იმდენს ლაპარაკობს, მთელი დღე არ ჩერდება. აი, თქვენთან კი კარგია – სიწყნარეა...


***
განცხადება მორბენალ სტრიქონში: „ტაქსისტს, რომელმაც ამ დილით მანქანაში იპოვა დოკუმენტები გრიფით „სრულიად საიდუმლოდ”, დაბეჯითებით ვურჩევთ თვითონ მოიკლას თავი.


***
– მართალია, რომ შენი ცოლი მოიტაცე?
– კი, მართალია.
– მარტო იყავი, თუ ვინმე გეხმარებოდა?
– კი, მეხმარებოდნენ – მაგის მშობლები.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 770 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

 [u][i][b]  
   15.11.2010 17:58