მთავარი » 2010 ოქტომბერი 25 » ანეკდოტები
21:08 ანეკდოტები | |
- რატომ შეჭამე ეგ კურდრელი, შენ ხომ ვეგეტირანელი ხარ? - ეგ შურისძიება იყო… მაგან სტაფილო შემიჭამა. - უკაცრავად, თქვენ ქართველი ხართ? - ხელფასით თუ ვიმსჯელებთ, კი. ღამეა. ბადრი მთვარე ანათებს. ქუჩაში მოდის ერთი ნარკომანი. შეხვდება მეორეს და ეკითხება: - ძმაკუშ… ეს ცაში რო ანათებს მზეა თუ მთვარე? -ეს… ეს… არის… ეეე… აქაური არა ვარ რა… ორი ნარკომანი ჩაცუცქული ზის ქუჩაში. ამ დროს გამოჩნდა პოლიციის მანქანა. ერთი ეუბნება მეორეს: - გაიღიმე პატრული მოდის! ორი სათის მერე; - გეყოფა ღიმილი… ხო ხედავ, უკვე კამერაში ვზივართ. - შეიძლება ფილმს ბედნიერი დასასრული ჰქონდეს, თუ ბოლოს მთავარი გმირი კვდება? - შეიძლება, თუ მთავარი გმირი ბოროტი დედამთილია. ბავშმა მილიონი დოლარი იპოვა და პოლიციაში ჩააბარა. მისი დედა ინტერვიუში ამბობდა, რომ ამაყობს თავისი შვილის პატიოსნებით და თან ცხარე ცრემლითტიროდა. პარკში სკამზე ერთი კაცი მაგარი დაღონებული სახით ზის: მეორე მივიდა და ჰკითხა: - რა არი, ძმაო, რა დაღონებული ზიხარ, რაშია საქმე? - დაჯექი და მოგიყვები – დაჯდა – ძმაო, საქმე იმაშია, რომ სკამია შეღებილი… ოპერაციის წინ ექიმი აწყნარებს პაციენტს: - ნუ გეშინიათ, ეს ჩემი მეცხრამეტე ოპერაციაა, როდისღაც ხომ უნდა გამომივიდეს. ოპერაციის შემდეგ ექიმი ეკითხება პაციენტს: - თავს როგორ გრძნობთ? - ახლა არამიშავს, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ისე ვგრძნობდი თავს თითქოს ურო ჩაარტყესო. - სამწუხაროდ მასე იყო, ნარკოზი გაგვითავდა… სვანმა აიპოდი იპოვა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გადააგდო: "კნოპკები” არა აქვსო. მასწავლებელმა დაიბარა მოსწავლის მშობელი: - თქვენმა შვილმა მაგიდაზე ბუზი დამიხატა და კინაღამ ხელი მომატეხინა. - ეგ რა არის, სააბაზანოში ისეთი ნიანგი დამიხატა, რომ შეშინებული დახატულივე კარიდან გამოვვარდი! საუბარი ინგლისური ციხის კამერაში: - თქვენ რამდენი მოგისაჯეს, სერ? - 15 წელი. თქვენ, თუ საიდუმლო არ არის, სერ. - 10 წელი, სერ. - მაშინ კართან ახლო დაიკავეთ ადგილი. თქვენ ადრე გადიხართ, სერ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |