მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 20 » ანეკდოტები
15:37
ანეკდოტები


1) ახალგაზრდას დაიჭერენ და კამერაში მოხუც ბიძასთან ერთად მოხვდება. ერთ დღეს წამოწოლილს საინტერესო კითხვა გაუჩნდება და ბიძას ჰკითხავს:
- დიდი ხანია უკვე რაც აქ ხარ, ბევრ რამესაც ისწავლიდი და ერთი აინშტაინის ფარდობითობის თეორემა ამიხსენი როგორაა.
ბიძაც არ დაიბნევა და მარტივად აუხსნის:
-მაგაზე ადვილი რაა! ეხლა შენ ხო წევხარ, მე ვდგავარ ხო? აი ქუჩაში მოსიარელეთათვის კიდე ორივენი ვზივართ.

2) ცნობისმოყვარე ბავშვი მამასთან მიირბენს და ჰკითხავს:
-მამი რეალურსა და არარეალურს შორის რა განსხვავებაა.
მამა დაფიქრდება ადვილად როგორ აუხსნას შვილს და შემდეგს დაავალებს:
-წადი აბა და დედაშენს და შენ დას ჰკითხე მილიონად რომელიმე ცნობილ ადამიანთან თუ დაწვებოდნენ.
ცოტახანში ბავშვი უკან მოირბენს და პასუხს მოიტანს:
-ვიკითხე და მილიონად დიდი სიამოვნებით დაწვებოდნენ ბრედ პიტთან.
-აი ხო ხედავ შვილო! არარეალურად მილიონრები ვართ და რეალურად ორი ბ..ი გვიზის სახლში.

3) ტიტანიკის მგზავრებთან კაპიტანი გამოდის და განცხადებას აკეთებს:
-ორი ამბავი მაქვს: კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო?
-რა თქმა უნდა, კარგით!!!
-მაშინ ჩვენ 11 ოსკარს მოგვცემენ.


4) 2 წლის შემდეგ მიხოს შვილი უბრუნდება ევროპიდან, სადაც სასწავლებლად იყო წასული. დიდი ზარ-ზეიმით დახვდება მამა ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად, მაგრამ შვილის ჩაცმულობა გააოცებს და ჰკითხავს:
-ეს საყურე და ზოლებიანი მაიკა რაღა არის?
-მამი ერთ რამეს მივხვდი: ამ ცხოვრებაში ან მეზღვაური უნდა იყო ან ცისფერი!
-რაღაც გემით მოსულს არ გავხარ შენიიიიიიი ............

5) დამღლელი მუშაობის შემდეგ მიხო კაკლის ხის ძირშია წამოწოლილი და ნებივრობს. ამ დროს ტურისტების ჯგუფი ჩამოივლის ქართველ გიდთან ერთად. ცოტა ხნის შემდეგ გიდი მიხოს დაუძახებს:
- ძალიან დაინტერესდნენ თქვენი კაკლით და რამდენიმეს ხო ვერ აჩუქებდით?
- ჩამოვიდნენ და აიღონ!!!
- არა უნდათ რო თქვენ მიაწოდოთ, ბევრ ფულსაც იხდიან.
- ჩამოვიდნენ და აიღონ!!!
- ვერ ხვდებით, ძალიან ბევრ ფულს, იმდენს რო მთელ ქვეყანას ფეხებზე დაიკიდებთ
- ეხლა არა მკიდია რო !!!
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 690 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]