მთავარი » 2010 ოქტომბერი 12 » ანეკდოტები
18:19 ანეკდოტები | |
ჭიჭიკიას და შერლოკ ჰოლმსს ერთ კარავში სძინავთ. გამთენიისას ჭიჭიკია აღვიძებს ჰოლმსს: - მაღლა, ვარსკვლავები რომ ჩანს, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს, ბატონო ჰოლმს? - სამი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დროს, გამთენიისას, შეიძლება მოხდეს დიდი მიწისძვრა!.. - მიწისძვრა კი არა - კარავი მოგვპარეს, კარავი! ---------------------------------------------------------------- სამსახურში თანამშრომელთა საატესტაციო ტესტი-გამოცდა ტარდება. გამოცდიდან სახეაჭარხლებული ჭიჭიკია გამოვარდა, კარი მიაჯახუნა და სიმწრის ოფლი მოიწმინდა. - რა ქენი? - მივარდა ნაზიკია. - რა უნდა მექნა, ისეთი ტესტი შემხვდა, სირცხვილით დავიწვი კაცი. - მაინც რა ეწერა ასეთი? - "სად ეზრდებათ ქალებს ყველაზე ხშირი და ხვეული თმა”-ო. აბა, ამისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, ვერაფერიც ვერ დავწერე, ჩავიჭერი... - სწორი პასუხი თუ იკითხე მაინც, რა არის? - ზიმბაბვე ყოფილა! - მერე? - რა მერე, ქალო, კაცი დავბერდი და მაგ ადგილს თუ ზიმბაბვე ერქვა, პირველად გავიგე! მიდის კაცი გზაზე და რას ხედავს–სვანი გუბეში ჩაჯდება ამოვა ჩაჯდება ამოვა.კაცი ეკითხება:–რას აკეთებო. –ჩოხასა ვრეცხავო,–უპასუხა სვანმა –მერე სარეცხი მანქანა არა გაქვსო? –მაქვს,მაგრამ შიგნით რომ ვჯდები თავბრუ მეხვევაო. ---------------------------------------------------------------- ორი სვანი მგზავრობს ავტობუსით. ერთი ეკითხება მძღოლს: - ეს ავტობუსი ვაგზლამდე ამიყვანს? - არა! - მოუჭრა მძღოლმა. - არც მე ამიყვანს? - იკითხა მეორე სვანმა. ---------------------------------------------------------------- ატარა მიხო გაოცებული უყურებს ეზოში მისთვის გაბმულ საქანელაზე გიჟივით მოქანავე მიტუას. - რასა შვრები, პაპა, არ გადმოვარდე! - ექიმმა მითხრა, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეო!.. ---------------------------------------------------------------- ღამის4 საათზე მიხოს კარზე ბრახუნია.მიხო ნამძინარევი ხმით ეკითხება: –რომელი ხარ? –ჟან კლოდ ვან დამი! –ახლა გამოვალ და ოთხივეს დედებს გიტირებთო!–ყვირის მიხო. ---------------------------------------------------------------- ერთმა ჩემმა მეზობელმა, ვალიკო -მ ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება: - რაზე გყავს გაზრდილიო? - სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო. - რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, - უთხრა კლიენტმა. მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა. - რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო... - მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო. მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა ვალიკომ ამჯერად ასე უპასუხა: - რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო... ---------------------------------------------------------------- ნარკომანები ბირჟაზე დგანან. გამოიარა ზანგმა. - ეს ვინ არი, ტო? - იკითხა ერთმა. - ეს სომალელი ლტოლვილია! - დაასკვნა მეორემ. - ვა, სომალიც დავკარგეთ?! - გადაირია მესამე | |
|
სულ კომენტარები: 0 | |