მთავარი » 2010 სექტემბერი 17 » ანეკდოტები : )
22:06 ანეკდოტები : ) | |
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისული კომისიის წევრები ხედავენ, რომ გიჟები ნივთებს ფანჯრებიდან ისვრიან. – რას აკეთებთ? – კითხულობს კომისიის ერთ–ერთი წევრი. – თვითმფრინავებს ვუშვებთ. – ექიმი სად არის? პირველი რეისით გავაფრინეთ * * * პოლიციაში სატელეფონო ზარია: – ალო, მიშველეთ, მანქანა გამიქურდეს, აღარც საჭეა, აღარც სიჩქარეთა გადასართველი, არც აქსელარატორი და არც ტორპედო! ტელეფონი გაითიშება. ხუთ წუთში ისევ რეკავს: – ბოდიშით, უკანა სავარძელში ჩავმჯდარვარ * * * ცოლი ქმარს ტელეფონზე ურეკავს: – ძვირფასო, იცი, მანქანა გამიფუჭდა. – რა მოუვიდა? – კითხულობს ქმარი. – კარბურატორში წყალი შევიდა. – შენ რა იცი, რა არის კარბურატორი, სად არის მანქანა? – ტბაში, ძვირფასო * * * ერთი მეგობარი დილით ადრე ურეკავს მეორეს: – ბიჭო, გუშინ ლუდი დავლიეთ? – დავლიეთ. – არაყიც დავლიეთ? – დავლიეთ. – არაყის მერე რა დავლიეთ, გახსოვს? – რაკეტის საწვავი. – საპირფარეშოში იყავი? – არა?! – არც შეხვიდე, ტოკიოდან გირეკავ, ტოკიოდან!!! * * * ორი დაქალი საუბრობს. – იცი, გუშინ მეუღლეს სილამაზის სალონში წასასვლელად 200 ლარი ვთხოვე – ეუბნება ერთი მეორეს. – მერე, მოგცა? – იმ უსინდისომ შემათვალიერა და 500 ლარი მომცა. * * * სვანმა ბაღში ისეთი საფრთხობელა დადგა რო ჩიტებმა შარშანდელი მოსავალიც უკან მოიტანეს. * * * გენერალს შვილიშვილი შეეძინება. თვითონ დაკავებულია და სანახავად ადიუტანტს გააგზავნის: _ ბატონო გენერალო, რომ ნახოთ როგორ გგავთ გაგიჟდებით: მელოტია, ღიპიანი, არაფრის აზრზე არაა და მაინც ბევრს ღრიალებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |