20:27 ანეკდოტები | |
* * * მთვრალი კაცი გუბეში ზის. გამოიარა პატრულმა: — აქ რას აკეთებ? — შენ ვინ ხარ? — კითხვა შემოუბრუნა მთვრალმა. — პატრული! — საზღვაო თუ სახმელეთო? — სახმელეთო. — აბა, საზღვაო საქმეებში რას ერევი. * * * სვანი მეგრელთან ჩავა სამეგრელოში და ის ადამიანის ტვინით გაუმასპინძლდება. – ვაახ მთელი სვანეთი გადავხოცე და ტვინი ვერავის ვუპოვეო ... * * * მეფუტკრემ სკას თავი ახადა და დაინახა, შიგ სვანი ზის: _ აქ რა გინდა? _ ჰკითხა გაოცებულმა. _ დაახურე დროზე, თაფლობის თვე მაქვს! _ უპასუხა სვანმა. * * * მიდის წითელქუდა და ბუჩქებიდან მგელმა გამოყო თავი. _ არ შემჭამო, რა, გეხვეწები. _ სთხოვა გოგონამ. _ არა, არ შეგჭამ. ქაღალდი არა გაქვს? * * * სვანი ექიმთან მივა. ექიმი ეკითხება: -რა გტკივა? -ექიმი შენ ხარ და მე მეკითხები, რა მტკივა?! * * * სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი... სვანი უყვირის. _ როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე? _ არა! _ ფეხი ხო არ მოიტეხე? _ არა! _ აბა, რა მოიტეხე? _ დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |