მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » ანეკდოტები
12:17
ანეკდოტები

 #  #   #

გაცნობის ბიუროში:

- ქალბატონო, ქერა მამაკაცი გირჩევნიათ თუ შავგვრემანი?

- არა, მე… მწითური მირჩევნია, ავეჯი მიდგას სახლში წითელი ფერის.

#   #   #

ბინის გასაქურდად მისულ ქურდებს კარზე ასეთი წარწერა დახვდათ: „ღრმად პატივცემულო ქურდებო
კარს ღიას ვტოვებ".
ქურდმაც აიღო და პირდაპირ შეალაჯა ბინაში… ვაიმე!!!.. გამოქანდა ზემოდან ქვიშით სავსე ტომარა პირდაპირ თავში. ატეხა სირენამ კივილი. ჩაირთო სიგნალიზაცია…
ქურდი პოლიციის მანქანაში, ბორკილებდადებული მოვიდა გონზე: "სულ დაკარგა სინდის-ნამუსი ამ ხალხმა, ჩემი დედა ვატირე!.." ფიქრობს თავისთვის.

#    #    #

განცხადება:
დაგეხმარებით თქვენი შვილისათვის მმმაგარი საკაიფო სახელის შერჩევაში.
იკითხეთ ნატუკა.

#   #    #

გოგას ბავშვობიდანვე ეშინოდა ნემსის, მაგრამ იმთავითვე დიდი თავგამოდებით მუშაობდა თავის თავზე. მისმა შემართებამ მაინც გამოიღო შედეგი! ახლა ის ერთი დღეც არ ჩერდება ნემსის გარეშე.

#    #    #

დუტა მოდის მანქანით. გააჩერა ინსპექტორმა:
- ორმოცდაათლარიანი შეკითხვა:
ა - თქვენ გადააჭარბეთ სიჩქარეს.
ბ - თქვენ გადაკვეთეთ უწყვეტი ღერძულა ხაზი.
გ - თქვენ გაიარეთ წითელ შუქზე თუ
დ - ცოტა ნაყლაპში ხართ.
- თქვენ გაქვთ სამი დახმარების უფლება:
პირველი - მგზავრების დახმარება (ფულადი, რა თქმა უნდა).
მეორე - 50/50 -ზე (მეორე ორმოცდაათლარიანს დაამატებთ).
მესამე - ზარი ახლობელთან.


#   #   #

განცხადება: ვცვლი სიდედრს ძაღლში,

თუნდაც ცოფიანში.

კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 719 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]