ერთ თეთრიანი მონეტა სადღეგრძელოს ამბობს: _ იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც არა ხურდავდება.
* * *
ჭიქა ცარიელია. პესიმისტი: სულ დაულევიათ. ოპტიმისტი: ჯერ არ დაუსხავთ.
* * *
კითხვა: რა გამოვა ზღარბის და გველის შეჯვარებით? პასუხი: ერთი მეტრი მავთულხლართი.
* * *
ბავშვს ხელში ნეხვი უჭირავს და დედასთან მიდის: _ დედა! ამაში კინაღამ ფეხი ჩავდგი.
* * *
_ მამა, მე ებრაელი ვარ თუ ბოშა? _ შვილო, საიდან ეგეთი კითხვები? _ ჩემი კლასელი ველოსიპედს ჰყიდის. ვერ გადამიწყვეტია ვევაჭრო თუ, უბრალოდ, მოვპარო.
* * *
მეთევზე მაღაზიაში შედის: _ მეგობარო, აი ის დიდი თევზი მესროლე! გამყიდველი: _ ხელში მოგართმევთ ბატონო. _ არა, არა, მესროლე! უნდა დამეფიცებოდეს, რომ დავიჭირე.
* * *
ქალი ეუბნება პროგრამისტ ქმარს: _ ბავშვი მინდა... _ კარგი, ახლავე ჩავაინსტალირებ..
* * *
ცოლი: _ ძვირფასო, მოდი, ფარდები ვიყიდოთ. ხომ შეიძლება, მეზობელი კორპუსიდან დამინახონ შიშველ მდგომარეობაში. ქმარი: _ თუ დაგიმახავენ, ისინი თვითონ იყიდიან ფარდებს.
* * * ცისკარა მივიდა წყაროსთან, რომლის გვერდითაც წევს ცხრათავიანი დევი და ძინავს. ცისკარა მივარდება ამოიღებს ხმალს და დაუწყებს თავების მოჭრას. მოაჭრა ერთი, მეორე, მესამე... მეშვიდე თავი რომ მოაჭრა დევმა კითხა:
_ რა გინდა, რას მერჩი? _ წყალი მინდა._უპასუხა ცისკარამ. _ მერე? გიშლის ვინმე?! მიდი და დალიე.
* * *
კუ მიდის ჯავშნის გარეშე. შემოხვდება ზღარბი: _ ჯავშანი სადა გაქვს? _ გამაბრაზეს და სახლიდან წამოვედი!
* * * მიხო დგას სასაფლაოზე და ტირის: _ რა გატირებს? _ სიდედრი დავმარხე. _ მერე ნიჩაბი რატოა სისხლიანი? _ სამჯერ ამომიხტა საფლავიდან..
* * *
გასვენებაში ისეთი ვიწრო დერეფანი იყო, მიცვალებული "პოდრუჩკით" გამოიყვანეს.
* * * ბავშვი ჩავა ეზოში და სილაში თამაშობს თავისთვის. მივა კაცი და ეუბნება:
_ მომეცი ეგ სათამაშო!
_ არა!
_ მომეცი!
_ არა!
_ მომეცი, თორემ თვალს ამოგთხრი!
_ არა!
ამოსთხრის ერთ თვალს:
_ ახლა ხო მომცემ?
_ არა!
_ მომეცი, თორემ მეორესაც ამოგთხრი!
_ არა!
მეორეც ამოსთხარა.
_ ახლა მომეცი!
_ არა, მივდივარ!
_ სად მიდიხარ?
_ დედამ მითხრა, რომ დაბნელდება ამოდიო.
* * *
სპორტული ჰოროსკოპი: დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს პოზიტიური დღე აქვს_ის არ თამაშობს
* * *
50 ლარი მასესხე.
_ მხოლოდ 30 ლარი მაქვს, 50 როგორ გასესხო?
_ კარგი, არა უშავრს, 30 მომეცი, 20 ვალი გექნება
* * *
სვანს ეტყვიან: თუ კლდიდან გადახტები, დათვს ხელს ჩამოართმევ და ქალს გააუპატიურებ, მილიონს მოგცემთო.
სვანი გადახტება კლდიდან, შევა დათვის ბუნაგში. ისმის იქიდან გრუხუნისა და ჯაჯგურის ხმა. ცოტა ხანში გამოვა და იკითხავს:
_ აბა, სადაა ის ქალი, ხელი რომ უნდა ჩამოვართვა?
|