მთავარი » 2010 სექტემბერი 14 » ანეგდოტები :=D
12:44 ანეგდოტები :=D | |
ბავშვი ამოდის ეზოდან, თან რაღაცას ღეჭავს. დედა ეკითხება:
_ რას ჭამ, შვილო, ვინ მოგცა? _ არავის არ მოუცია. _ აბა სად აიღე? _ არ ამიღია, თვითონ მოცოცდა. * * * მაგრად დასახიჩრებილი კაცი ექიმთან მივა. _ რა მოგივიდა? _ ეკითხება ექიმი. _ ცხენიდან გადმოვვარდი. _ კი მაგრამ, ასე ძალიან როგორ დაიმტვერი? _ ცხენიდან რომ გადმოვვარდი, მერე ირემი დამეჯახა, მერე ლომი და ბოლოს რაკეტა... _ მეკაიფები? _ არა, კარუსელზე ვიჯექი? * * * ცოლი ეუბნება ქმარს, რომელიც ამთქნარებს: _ პირი ღია გაქვს და ბარემ, ბავშვს დაუძახე, ამოვიდეს. * * * _ რამდენი იქნება, 5 გავამრავლოთ 7-ზე? _ 30. _ არ არის სწორი, ორიანი. მომიტანე დღიური. _ მასწ, არ იფიქროთ რომ გემუქრებით, მაგრამ, ამ დილით მამაჩემმა ჩემი დღიური რომ ნახა თქვა: "აქ კიდე ერთ ორიანს ვნახავ და ვიღაცას მაგრად მოხვდებაო". * * * კატა თაგვების ოჯახს გამოეკიდა. უცებ, მამა თაგვი მობრუნდა და ყეფა დაუწყო, დამფრთხალი კატა უკან გაიცა. მამა თაგვმა წრუწუნებს უთხრა: _ ხომ გეუბნებით, უცხო ენის სწავლა აუცილებელია-მეთქი! * * * მიხომ ცოლი მაგრად სცემა: — რაზე სცემე? — ორი წლის წინათ მითხრა, ბეჰემოტი ხაარო. — მერე ახლა სცემე? — გუშინ ვნახე ბეჰემოტი, ზოოპარკში. რას გავდა ეგ შობელძაღლი. * * * _ მამიკო, მე და ჩემმა 7 თანაკლასელმა ძლივს გადავიყვანეთ მოხუცი ქალი ქუჩაზე. _ ამდენი რა საჭირო იყო? _ არ მოგვყვებოდა * * * პატიმარი ციხიდან დედას წერილს სწერს: _ დედი, ბავშვობაში რომ მეუბნებოდი, ისეთი კაცი გამოვსულიყავი, შენს კარებთან დაცვა მდგარიყოსო, ხო შეგისრულე ნატვრა! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |