მთავარი » 2010 » სექტემბერი » 12 » ანეგდოტები :=D
19:37
ანეგდოტები :=D

მთვრალი მამაკაცი ავტობუსში ასვლას ცდილობს. მგზავრებმა სიცილი დააყარეს:
_ იცინეთ, იცინეთ... _ გაბრაზდა კაცი _ ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს, მე ამ ავტობუსის მძღოლი ვარ...

* * *

სიდედრი ესტუმრა სიძეს. სიძე ეკითხება:
— რამდენი ხნით ჩამოხვედი?
— როგორც კი მოგბეზრდება წავალ.
— ჰო... საჭმელი მაინც გეჭამა.

* * *

გურულები ჩინელებს ომს გამოუცხადებენ.
_ კი მაგრამ, ომს რომ გვიცხადებთ, იცით რამდენი ვართ? _ ჰკითხეს ჩინელებმა.
_ რამდენი ხართ?
_ მილიარდნახევარი!
_ დიდუუ! რა დამარხავს ამდენ მკვდარს.

* * *

მარო ეუბნება მიხოს:
_ კაცო, დღეს კინოში მივდივართ და წინდები გამაიცვალე, ცუდი სუნი ასდის.
კინოში მისვლისას მაროს სუნი ეცა და მიხოს ჰკითხა:
_ კაცოო, წინდები არ გამაიცვალეე?
_ გამავიცვალე მა რა ვქენი, ვიცოდი არ დამიჯერებდი და აი თან წამოვიღე.


* * *

მეფუტკრემ სკას თავი ახადა და დაინახა, შიგ სვანი ზის:
_ აქ რა გინდა? _ ჰკითხა გაოცებულმა.
_ დაახურე დროზე, თაფლობის თვე მაქვს! _ უპასუხა სვანმა.

* * *

მიხომ და მიტომ, უდაბნოში, გააკეთეს აქლემების სარემონტო. ცოტა ხანში პირველი კლიენტიც მოვიდა_ბედუინმა თავისი აქლემი მოიყვანა:
_ რა სჭირს? _ ჰკითხა მიტომ.
_ ძველებურად ვეღარ დარბის.
_ გასაგებია... შაიყვა "იამაზე ".
ბედუინმა შეიყვანა აქლემი

"იამაზე ". მიტომ აიღო ორი აგური შეუძვრა აქლემს ქვევიდან და შემოსცხო საკვერცხეებზე. გამწარებული აქლემი ისე გაიქცა, ცხოვრებაში რომ არ გაქცეულა. გაუხარდა ბედუინს, მაგრამ თან პრეტენზიაც გამოთქვა:
_ კარგია, რომ ჩემი აქლემი ისევ დარბის, მაგრამ მე როგორ დავეწიო?
მიტომ მალევე იპოვა გამოსავალი და ბედუინს უთხრა:
_ შადი "იამაზე ".
ბედუინსაც ჩაუტარა აგურების პროცედურა და დაადევნა თავის აქლემს. ამის შემყურე მიხო ეკითხება მიტოს:
_ მიტო, ის ბედუინი რო გააქციე, ფული გამაართვიი?
_ არა.
 _ აბა მაშინ, შადი "იამაზე ".

კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 708 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]