მთავარი » 2011 » აპრილი » 13 » ანეგდოტები
22:10
ანეგდოტები

***
ერთი ნარკომანი მეორეს: ჰა დალიე ბიჭო კოკა კოლა
-გაწიე იქით ქიმიაა.
***
-ნარკომანები თამაშობენ დახუჭობანას
-და ერთი იძახის გია გამოდი პოლის ჯოხის უკან დგახარო
-გია კი იძახის პაჟარია ორნი ვდგავართო.
***
მოსამართლემ ბრალდებულს 25 წელი მიუსაჯა. ბრალდებული აღშფოთდა:
– როგორ 25 მე ხომ 86 წლის ვარ?!
მოსამართლემ დაამშვიდა:
– თქვენ შეუძლებელს არვინ მოგთხოვთ, მოიხდით იმდენს რამდენსაც შეძლებთ.
***
ავტობუსში შერბის მანიაკი და ყვირის.
– ეხლა ყველას გაგაუპატიურებთ!
– მოხუცები მაინც დაინდეთ. – სთხოვა ახალგაზდრა ქალმა.
ამ დროს ამ ქალს მოუბრუნდა ხნიერი ქალბატონი:
– შვილო, ნუ გააღიზიანებ, რაკი თქვა ყველასო, ესე იგი, ასეა საჭირო…
***
პციენტი ეკითხება ექიმს:
– ექიმო, რა მომელის? ოპერაცია? ამპუტაცია?
– ახლა რომ გითხრათ და ყველაფერი მოგიყვეთ, მერე საინტერესო აღარ იქნება.
***
საავადმყოფოში ექთანი ბორბლებიანი საკაცით ავადმყოფს მიაგორებს. პაციენტი ეუბნება:
– იქნებ აჯობებდეს რეანიმაციაში გადამიყვანოთ…
ექთანი პასუხობს:
– ექიმმა უკეთ იცის, რაკი თქვა მორგშიო, ესე იგი, არსეა საჭირო.
***
დედა მეხუთე სართულის ფანჯრიდან ეძახის შვილს:
– შვილო, ფიქრობ თუ არა სახლში ამოსვლას.
– კი, ვფიქრობ.
– მერე?
– ცოტა ხანი მაფიქრე რა?!
***
კბილის ექიმთან.
დედა პატარა ბიჭს ეხვეწება:
– შვილო, შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ, გააღე პირი, რომ ძიამ თითი გამოიღოს.
***
ექიმი პაციენტს ორ აბს აძლევს და ეუბნება:
– ერთს დალევთ საღამოს ძილის წინ, მეორეს კი დილით, თუ გაგეღვიძებათ.
***
სამი სვანი სადგურიდან ახლად დაძრულ მატარებელს მისდევს. ორი შეახტება, ერთი ვერ დაეწევა, დგას და იცინის. სადგურის მორიგე ეკითხება:
– რა გაცინებს?
– ის ორი მე მაცილებდა!
***
ბავშვი დაიჩივლებს:
– ჩემი მშობლები მცემენ.
– რაზე გცემენ?
– რა ვიცი აბა, ღამე დამიძახებენ ხოლმე: ”შვილო გძინავსო?”, რო ვუპასუხებ მერე მცემენ: ”რატო არა გძინავსო”.
– მერე ხმას ნუ გასცემ, ისინი რას გაიგებენ, შენ გძინავს თუ არაო.
ერთ ღამესაც მშობლები გამოსძახებენ ”გძინავსო?”. ბავშვი ხმას არ იღებს. მშობლები გაიხარებენ: ”სძინავს და მოდი დავცხოთო.” ბავშვი ატირდება: ”რაღათ უნდა დამცხოთ… ხო მძინავსო.”
***
– ხომ ვერ მეტყვით, ამ მოკრივეს რათ უნდა ამხელა კონტაქტური ლინზები?
– ეგენი, ორთაბრძოლის დაწყებამდე, სათვალეები იყო.

***
კაცი, გაყვითლებული, დაღლილი სახით, შედის ელექტრო საქონლის მაღაზიაში და კითხულობს:
– სიდედრისთვის საჩუქარი მინდა, რამეს ხომ არ მირჩევდით?
კონსულტანტმა მაშინვე შესთავაზა:
– შემიძლია შემოგთავაზოთ უთო, მიქსერი, ელექტრო ჩაიდანი….
– არა, არა! ეგენი აქვს. – გააწყვეტინა მყიდველმა – შემთხვევით, ელექტრო სკამი ხომ არ გექნებათ.
***
მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში ახალი ფიგურა გამოჩნდა. ეს შალვა ნათელაშვილის ფიგურაა. მუზეუმის ადმიისტრაცია იმედოვნებს, რომ ბატონ ნათელაშვილს, ბოლოსდაბოლოს, მოსწყინდება ექსპოზიციაში დგომა და სახლში წავა.
***
ნარკომანმა სარკეში ჩაიხედა.
– ვაა, მე ვარ, ბიჭო!
მერე მეორედ ჩაიხედა:
– ეეე, ისევ მე ვარ, ბიჭო!
კარზე კაკუნია.
– ვინ ხარ? – ეკითხება ნარკომანი.
– მე! – ესმის პასუხი.
– ვაა, გარეთაც მე ვარ, ბიჭო!
***
სვანები უშბაზე თამაშობენ ფეხბურთს, დაუგორდებათ ბურთი და ვეღარ დაეწევიან, წავლენ და უხუცესს კითხავენ როგორ მოვიქცეთო, უხუცესი იფიქრებს და ასე ეტყვით:
– ვისაც დიდი თავი აქვს მოჭერით და ითამაშეთო.
მიხვდება ერთი სვანი და გაიქცევა, გამოეკიდება მთელი სვანეთი, გაქცეული სვანი შეატყობს რომ ეწევიან დაიძრობს ხანჯალს თავს ზემოთ მოიღერებს ჩაირტყმავს და დანარჩენებს გასძახებს:
– არც თქვენ და არც მე!
***
ჭიაყელა შეყვარებულ ჭიაყელას ეუბნება:
– თუ ცოლად არ გამომყვები, ახლავე მამლის წინ დავეგდები.
***
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 765 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]