მთავარი » 2010 ნოემბერი 20 » ანეგდოტები
14:12 ანეგდოტები | |
მიდის კაცი გზაზე და რას ხედავს–სვანი გუბეში ჩაჯდება ამოვა ჩაჯდება ამოვა.კაცი ეკითხება:–რას აკეთებო. –ჩოხასა ვრეცხავო,–უპასუხა სვანმა –მერე სარეცხი მანქანა არა გაქვსო? –მაქვს,მაგრამ შიგნით რომ ვჯდები თავბრუ მეხვევაო. ---------------------------------------------------------------- ორი სვანი მგზავრობს ავტობუსით. ერთი ეკითხება მძღოლს: - ეს ავტობუსი ვაგზლამდე ამიყვანს? - არა! - მოუჭრა მძღოლმა. - არც მე ამიყვანს? - იკითხა მეორე სვანმა. ---------------------------------------------------------------- ატარა მიხო გაოცებული უყურებს ეზოში მისთვის გაბმულ საქანელაზე გიჟივით მოქანავე მიტუას. - რასა შვრები, პაპა, არ გადმოვარდე! - ექიმმა მითხრა, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეო!.. ---------------------------------------------------------------- ღამის4 საათზე მიხოს კარზე ბრახუნია.მიხო ნამძინარევი ხმით ეკითხება: –რომელი ხარ? –ჟან კლოდ ვან დამი! –ახლა გამოვალ და ოთხივეს დედებს გიტირებთო!–ყვირის მიხო. ---------------------------------------------------------------- ერთმა ჩემმა მეზობელმა, ვალიკო -მ ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება: - რაზე გყავს გაზრდილიო? - სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო. - რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, - უთხრა კლიენტმა. მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა. - რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო... - მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო. მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა ვალიკომ ამჯერად ასე უპასუხა: - რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო... ---------------------------------------------------------------- ნარკომანები ბირჟაზე დგანან. გამოიარა ზანგმა. - ეს ვინ არი, ტო? - იკითხა ერთმა. - ეს სომალელი ლტოლვილია! - დაასკვნა მეორემ. - ვა, სომალიც დავკარგეთ?! - გადაირია მესამე. ---------------------------------------------------------------- როგორ უნდა მოახდინოთ ქალზე შთაბეჭდილება? ეს არც ისე ძნელია: - კომპლიმენტები, კომპლიმენტები, კომპლიმენტები... - პატივისცემით უნდა მოეპყრათ. - უნდა ეფეროთ. - თავს უნდა ევლებოდეთ. - უნდა დაიცვათ. - რაც შეიძლება მეტი უნდა ახარჯოთ. - მაგარ ზმანებში უნდა ატაროთ. - ძვირფას ბარ-რესტორნებში უნდა ატაროთ. - ძვირფასი ნივთები უნდა უყიდოთ. - ყურადღებით უნდა უსმინოთ. - რასაც იტყვის, უსიტყვოდ უნდა აიტანოთ. - თქვენგან ყოველთვის მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს. - მისი გულისათვის ქვეყნის დასალიერში უნდა წახვიდეთ. მამაკაცზე როგორღა უნდა მოახდინოთ შთაბეჭდილება? - გაიხადეთ. ---------------------------------------------------------------- ჟორამ სმს მიიღო: „ძვირფასო, ხმამაღლა წაიკითხე: სიკონა ლამილე ბოვანა ლიკილე უდმოდო ჟაკილე ფრასკალა ბიკილე." ცოტა ხანში მეორე სმს მიიღო: „ახლახანს შენ წარმოთქვი ინდური წყევლა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში დაგიცავს სექსუალური კონტაქტებისაგან. გკოცნი, შენი ჟენია." ---------------------------------------------------------------- ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს: - თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა. - მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!.. ---------------------------------------------------------------- პატარა რაჭველს რუსული ენის მასწავლებელი ეკითხება: - აბა, რაჟიკო, როგორ იქნება ქართულად ”ნაუკა”? - ნაუკა არის პატარა ნავი! - გამარჯვებული სახით უპასუხა რაჟიკომ. ---------------------------------------------------------------- რაჭველი ექიმს საყვედურობს: - ექიმო, თქვენ რომ ღამით ჭამა ამიკრძალეთ, მაგიტომ გავცივდი. - მერე ეგ რა შუაშია? - როგორ თუ რა შუაშია? მთელი ღამე ღია მაცივრის წინ ვიდექი და მოხარშულ დედალს ვუყურებდი! ---------------------------------------------------------------- შუაღამისას ჭიჭიკია მთვრალი მიდის შინ თავისი "ზაპოროჟეცით”. გააჩერა პატრულმა: - სად მიდიხარ? - სად მივდივარ და ლექციაზე! - გაიჭიმა ჭიჭიკია. - ამ შუაღამისას ვინ კითხულობს ლექციას? - გაიკვირვა პატრულმა. - სიდედრი მყავს შინ სტუმრად! - აუხსნა ჭიჭიკიამ. ---------------------------------------------------------------- დიდი ხნის უნახავმა თანასოფლელმა გურულებმა ერთმანეთი მოიკითხეს. ერთმა შესჩივლა მეორეს, - მესამედ გავიკეთე კუჭის ოპერაცია, იმდენი ფული დავხარჯე და ძლივს გადავრჩიო! მეორემ უპასუხა: - შე კაი კაცო, შენც რას ჩააცივდი ამ კუჭს, ყველა ბრმა ნაწლავის ოპერაციას იკეთებს, შედარებით იაფიც ჯდება და კარგად არიანო. ---------------------------------------------------------------- სვანი ეუბნება შვილს: - ცხვირში ნუ იქექები, ტვინი გაგეჩხაპნება! crazy.gif ---------------------------------------------------------------- ურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს, დაინტერესებული გურული მიმართავს: სად მიგყავს მაგი ძაღლი? პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს : აგი ძაღლი კი არა, თხაა! მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა. ---------------------------------------------------------------- –მამი,მამი,სკოლაში დიდთავას მეძახიან. –მერე,სცემე,შვილო. –ჰო,მაგრამ ვიწრო დერეფნებში დარბიან. ---------------------------------------------------------------- იჭიკია მრგვალ სახლს აშენებს. ბონდოია გაოცებულია: - კი მარა, რათ გინდა ეს მრგვალი სახლი? - ბიჯო, სიდედრმა მითხრა, სახლს რო ააშენებ, ერთი კუთხე მე მომეციო!... ---------------------------------------------------------------- შვილი ჭიაყელა მამა ჭიას ეკითხება: - მამი, მამი, ბალში ცხოვრება კარგია? - კი შვილო. - ვაშლში ცხოვრება? - კი შვილო. - ატამში ცხოვრება? - კი შვილო. - აბა იქ თუ ასე კარგია, ჩვენ ნეხვში რატომ ვცხოვრობთ? - ეჰ შვილო, სამშობლოს არ ირჩევენ. ---------------------------------------------------------------- მიხო და მარო ლოგინში წვანან. ზემოთ, ჭერში თაგვი კაკალს დააგორავებს და მიხო ვერაფრით ვერ იძინებს. ბოლოს გაგიჟებული მაროს ანჯღრევს: - ადე ქალო, გაუტეხე კაკალი, თორემ მთელი ღამე არ დაგვაძინებს ეგ შობელძაღლი. ---------------------------------------------------------------- სვანი გაიცინებს და გაიბზარება ---------------------------------------------------------------- | |
|
სულ კომენტარები: 0 | |