მთავარი » 2010 » აგვისტო » 29 » ანეგდოტები ...
10:02
ანეგდოტები ...


მიხო, ქალაქიდან დაბრნებულ შვილს მიტუას ეკითხება:
-აბა მითხარი რა ისწავლე ქალაქში?
-რა და ცხოველებთან ლაპარაკი
-აბა ჩვენ ვირსა დაელაპარაკე!
მიტუა მართლაც მივა და ვითომ ვირს ელაპარაკება, ამ დროს უკნიდან მიხოს ყვირილი ესმის:
-არ დაუჯერო შვილო იტყუება ეგ ვირი ყველაფერს!!!

****

უცხოელი სტუმრები კახეთში სოფელს ათვალიერებენ. ერთ ეზოსთან გაჩერდნენ. ეზოში მიხოა კაკლის ძირში წამოწოლილი.

უცხოელები რაღაცას ეუბნებიან გიდს. გიდი:

- მიხო, უცხოელებმა გთხოვეს ერთი კაკალი მოუწყვიტო.

მიხომ თავი წამოწია და სტუმრებს უყურებს, კაკალზე კი აშკარად არ აპირებს აძვრომას.

- მოუწყვიტე ბიჯო ერთი კაკალი!

- რა კაკალი მოუწყვიტო, თავი ხომ არაფერზე მიგირტყამს!

სტუმრები ყაყანებენ. გიდი უკვე ევედრება მიხოს:

- მოუწყვიტე ბიჯო ერთი კაკალი, რა იქნება! ფულს მოგცემენ, ისე კი არ უნდათ...

- გაიკეთონ თავიანთი ფული... - წამოწვა მიხო ისევ ბალახებში.

- მილიონს მოგცემენ, მიხო! მილიონი დოლარი გექნება! ხომ მთელ ცხოვრებას ფეხებზე დაიკიდებ!

- ახლა არა მკიდია როო?

****

 მიხო ბაზარში პომიდორს ყიდის. მასთან ერთიახალგაზრდა, სიმპათიური ქალი მივა და პომიდვრის არჩევას დაიწყებს. აიღებს ერთ პომიდორს, მოუჭერს ხელს, არ ვარგაო, თავს გადააქნევს და დადებს, აიღებს მეორეს, ხელს მოუჭერს, არ ვარგაო, თავს გადააქნევს და დადებს, იგივეს გაიმეორებს მესამედ, მეოთხედ… მიხომ უყურა, უყურა და ეუბნება:
– გო შენ, რომ ეგრე მიგზილ–მოგზილო ივარგებ?
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 730 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]