მთავარი » ამბები


ახლახან გარდაცვლილი მუხრან მაჭავარიანის ბიოგრაფია


ცხოვრება

მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში (საჩხერის მუნიციპალიტეტი).

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ "პიონერის" მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ. ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 1908KoKiTa0ნახვა



აბუ-დაბიში პიზის კოშკი დაიბადა


აბუ – დაბის უდიდესი შენობის მშენებლობა "დედაქალაქის კარები” (Capital Gate)
ნახევრად დასრულებულია ის უსწრებს პიზანის ანძას დახრის გრადუსში მტელი 18 გრადუსით
იმისთვის რომ აეშენებინათ ასეთი ტიპის შენობა საძირკველი დახრილ მდგომარეობაში ჩასვეს და გარედან არმატურით შემოატარეს.
უზარმაზარ შენობაში არის ბასეინი 18-ე სართულზე ქვედა სართულზე კი ჩაის დარბაზი
ჯერ ჯერობით მხოლოდ ეს არის 160 მეტრიან შენობაში.
შემდეგში აპირაებენ რომ გახსნან პირველი აბუ – დაბუსი საპრეზიდენტო დონის სასტუმროს
რომელშიც იქნება 200 ოთახი მაღალი დონის სტუმრებისთვის, გამოფენებისთავის და ასე შემდეგ.
არქიტექტორებმა განცხადება დაწერეს გინესის წიგნში რომ ეს შენობა ამ დროისათვის არის ყველაზე დახრილი შენობა.
ეს შენობა დახრილია 18 გრადუსით თითქმის 4 – ჯერ მეტია ცნობილ ანძაზე პიზაში რომლის გრადუსი არის 3.97 გრადუსი.

სულ Capital Gate – ის საძირკველი შედგება 490 სამაგრით რომლებიც ჩადიან მიწაში 30 მეტრზე  რაც შენობას საშუალებას აძლევს გაუძლოს მიწის ძვრებს ქარიშხლებს და ასე შემდეგ.

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 803KoKiTa0ნახვა



აღდგომა


აღდგომა – უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.


აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაული, უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უკავშირდება, უწინარეს ყოვლისა – ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს. აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და სინედრიონის ნებით ჯვარცმულ ქრისტეს სახით განხორციელდა.


თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ და მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამდროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო ყრილობამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობიდან მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე, ამიტომ განეკუთვნება მოძრავ დღესასწაულებს.
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 677KoKiTa0ნახვა



მსოფლიოს ახალი 7 საოცრება


მსოფლიოს ახალი 7 საოცრება


2007 წელს განხორციელდა პროექტი "მსოფლიოს ახალი 7 საოცრება”, რომლის მიზანიც იყო შეედგინა თანამედროვე 7 საოცრების სია.ეს იყო ინტერაქტიული გამოკითხვა,ხმის მიცემა ხდებოდა სმს_ის,ტელეფონის და ინტერნეტის საშუალებით.თავისი აზრი მილიონობით ადამიანმა დააფიქსირა და 2007 წლის 7 ივლისს ლისაბონში გამოქვეყნდა ამ 7 საოცრების სიაც…
1.ჩინეთის დიდი კედელი (ჩინეთი)
2.მაჩუ-პიკჩუ (პერუ)


3.კოლიზეუმი (იტალია)
... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 965KoKiTa2ნახვა



ილიას მკვლელობა


ვინ მოკლა ილია, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა… გირჩევთ ყველას ყურადღებით წაიკითხოთ 


1907 წლის 30 აგვისტოს ილია თავის მეუღლე ილღასთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში, … ეტლი გადახდილი იყო… წიწამურთან მას დახვდე გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა(გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი, "ვინმე იმერელი”), რომელთაც იარაღის მიშვერით შეაჩერეს ეტლი. ილია წამოდგა ფეხზე და ბანდას მიმართა "ილია ვარ არ მესროლოთ” გიგლას პასუხი იყო "ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ” და უცბად გაისმა რამდენიმე იარაღის გასროლის ხმა … ილია მოკვდა… მას ტყვია ნასროლი ჰქონდა გულმკერდის არეში "აღენიშნება ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა, რომლის ერთი ხვრელი მოთავსებულია მარჯვენა ძუძუს დვრილიდან ოდნავ შიგნით, ხოლო მეორე – მარცხენა იღლიის უკანა კიდეზე; პირველი ოვალური ფორმისაა, მისი უდუდესი ზომა კანზე სამი სანტიმეტრია, მეორის ზომა იღლიის კანზე შედარებით მცირეა, გამავალია ნეკა თითისავის… ჭრილობის არხი მიმართულია წინიდან უკან და მარჯვნიდან მარცხნივ. გასროლა ალბათ წინიდან მოხდა. "- 1907 წლის 31 აგვისტოს ილია ჭა ... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 828KoKiTa0ნახვა

« 1 2 3 4 5