20:08 ახლახან გარდაცვლილი მუხრან მაჭავარიანის ბიოგრაფია | |
ცხოვრება მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში (საჩხერის მუნიციპალიტეტი). 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ "პიონერის" მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა. მომდევნო კრებულები "ლექსები", "პოემა" დაიბეჭდა 1962 წელს; "იარონ" - 1970 წელს; "თქვი" - 1971 წელს; "ვინც იყო, იგი რომ არა..." - 1973 წელს; "დუმილი რეკავს" - 1974 წელს; "ლექსები" - 1976 წელს; "ერთტომეული" - 1979 წელს. ეს იყო მკვეთრად თავისებული პოეტური ხმის დახვეწის, სრულყოფის ეტაპები. მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.
გარდაცვალება ცნობილი ქართველი პოეტი მუხრან
მაჭავარიანი ორშაბათს, 17 მაისს, რუსთაველის თეატრის სცენაზე, 81 წლის
ასაკში გარდაიცვალა. მუხრან მაჭავარიანი რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ
ხალვაშის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს ეწრებოდა. პოეტი სცენაზე მისასალმებელი სიტყვის სათქმელად ავიდა. თუმცა მალევე შეუძლოდ გახდა და სცენაზე წაიქცა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მაჭავარიანის გადარჩენა ვერ შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, პოეტი გულის შეტევით ადგილზევე გარდაიცვალა. მუხრან მაჭავარიანი საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთაში 1929 წლის 12 აპრილს დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა თსუ - ის ფილოლოგიური ფაკულტეტი. იყო ჟურნალების ”პიონერის", "დილის”, მოგვიანებით კი "საუნჯის” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ლექსები" – 1955წ. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - „წითელი მზე და მწვანე ბალახი" და „სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად ევგენი ევტუშენკომ თარგმნა. ამ კრებულისათვის მუხრან მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა. მომდევნო კრებულები ”ლექსები, პოემა" დაიბეჭდა 1962წ. ”იარონ" – 1970 წელს; ”თქვი" – 1971წ.; ”ვინც იყო, იგი რომ არა..." – 1973 წ.; ”დუმილი რეკავს" – 1974წ.; ”ლექსები" – 1976წ.; ”ერთტომეული" – 1979წ. მუხრან მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე. პოეტმა 80 წლის იუბილე გასულ წელს მშობლიურ სოფელ არგვეთაში აღნიშნა. მუხრან მაჭავარიანს მაშინ იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად მიულოცა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |