07:09 აკაკი წერეთლის ლექსები | |
ძალიან კარგი კაცი იყო და იქნება, მას ძალიან მაგარი ლექსები აქვს და წაიკითხეთ მოგეწონებათ
ალბათ ბევრი იცით კიდევაც მაგრამ მაინც გადაავლეთ თვალიი
თვალს მიხვევენ... თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ, და მაგდებენ საკირეში! ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა მითვლიან მე ერთ კვირეში!
მამა-პაპის სწორ გზაზედა სიარულსაც კი მიშლიან, მაგიერად მათ მრუდ გზაზედ ფიანდაზებს ფეხთ მიშლიან!
ვერ დავაგდებ ძველსა გზასა, გინდა იყოს ეკლიანი: ვიცი, სხვებიც მომყვებიან ჩემებრ შავბედ-ეტლიანი!
და თუ ვინმემ გადუხვია და გადასდგა მრუდედ ფეხი, გაუსკდეს მას დედამიწა და დაეცეს თავზედ მეხი!
1880 წ.
რაც არ იწვის, არ ანათებს...
რაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა!
ერთი წამიც კი სიცოცხლის, თუ სხივების მომფენია, უსინათლოს და უგრძნობელს საუკუნეს მირჩევნია.
მართალია, მთას რომ დასთოვს, თან სიგრილეც ბარში დაჰკრავს! თავზე თეთრი, თმა ჭაღარა გულს აგრილებს, გრძნობას სჩაგრავს;
მაგრამ ადგილს, ცეცხლის მფშვენელს, სადაც სდაგავს გეენია, ეს კანონი საზოგადო თავიდანვე ასცდენია.
პოეტის გულს, გახურვებულს, სადაც ელავს, ღელავს გრძნობა, რას მოუშლის თმა ჭაღარა? რას დააკლებს ხნოვანობა?
მრწამს სიწმინდე სიყვარულის ისევ ისე, როგორც ძველად, და გულს ვუგებ საკურთხევლად, ზედ სიცოცხლის დასაწველად!
თუმც ეს მსხვერპლი საიდუმლო საიდუმლოდ იწვის, ქრება, მაგრამ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც არის დიდი ნეტარება…
1898
გაზაფხული
დღეს მერცხალი შემოფრინდა, - ჭიკჭიკითა გადმომძახა: "გაზაფხული! გაზაფხული!” გულს იმედი დამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე, არემარე მესხვაფერა! - სასოებამ ფრთა გაშალა, გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის, უცნაური ვიგრძენ ძალი... ვსთქვი, თუ: "გულსა რაღად ვიტეხ? ახლოს არის მომავალი!
"მოვესწრები, რაც მინდოდა ზამთრისაგან დაჩაგრულსა: ვნახავ ქორწილს ბუნებისას, გავიგონებ მის მაყრულსა.
"დავყნოს ვარდსა გადაშლილსა, ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას და ბულბულიც გამაგონებს მისებურად "ტია, ტიას!”
1881 წ.
ხატის წინ
მიყვარს, როდესაც ხატის წინ
პოეტი
ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად, ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა; სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი ამ ჩემს გონება-გრძნობასა.
ეს გული, სარკედ ქცეული, ბუნების ნათავხედია: მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ, რასაც შიგ ჩაუხედია.
ენაც მას ამბობს, რაც სმენას სხვისაგან გაუგონია; ან თვალს უნახავს და ჭკუას გაუზომ-აუწონია!
თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ, სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა! შუაკაცი ვარ უბრალო, ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.
1886 წ.
გაუბედავი სიყვარული
ათი წელი,
ძმობა, ერთობა და სიყვარული
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს: "ძმობა, ერთობა და სიყვარული”.
საერთშორისო მტკიცე კავშირი, ეს არის ქრისტეს სწავლა და მცნება, საყოველთაო, სამარადისო, - და არ საწუთო სიზმარ-ოცნება.
ვისაც ესა სწამს წრფელის განზრახვით და ჭეშმარიტად არს გამსჭვალული, მას შეერგება ციურ მანანად "ძმობა, ერთობა და სიყვარული”.
ვინც გაიძახის ცარიელ სიტყვებს და გულში სულ სხვა აქვს დამარხული, ამაო არის მისი ნათქვამი: "ძმობა, ერთობა და სიყვარული”.
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვინც მხოლოდ სიტყვით გაიძახოდეს: "ძმობა, ერთობა და სიყვარული”.
1911 წ.
მუშის ნატვრა
ვისაც რა უნდა უყვარდეს, | |
|
სულ კომენტარები: 0 | |