მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 28 » ადნაკლასნიკები :))
19:37
ადნაკლასნიკები :))


ადნაკლასნიკები
ცალკე სასაუბრო თემაა "ადნოებად" წოდებული ფუნქციადაკარგული საიტი:

შენი ნაცნობი სულ ბაბა იაგას რეინკარნაცია რომ იყოს ყველა სურათზე მაინც "ხუთი” უნდა დაუწერო. მნიშვნელობა არ აქვს თვითონ იქნება ზედ გამოსახული, ბუნების პეიზაჟი, ვიღაც მსახიობი, რომელიღაც გუნდის ლოგო თუ სხვა.
აუცილებლად უნდა დაგაინტერესოს ყველა უცხო სტუმარმა, შეხვიდე მათ გვერდებზე და გაარკვიო ვისი კავშირებით მოხვდნენ შენთან.
თუ ვინმე უცხომ ქულა დაგიწერა, რა თქმა უნდა, შენც სათანადოდ უნდა მოექცე , ანუ ისეთი და იმ რაოდენობის შეფასება დაუწერო, რამდენითაც და როგორითაც თვითონ შეგაფასა
თუ ვიღაც შენთან უბრალოდ შემოვიდა და არაფერი გაუკეთებია, შენც ანალოგიურად, უნდა შეხვიდე და არაფერი გააკეთო.


თუ 5+ -ის საყიდლად ფული არ დაგენანა, უნდა ჩამოუარო შენს მეგობრებს და ყველა ამ ნიშნით შეამკო.
როდესაც სადმე სურათს გადაიღებ და დახედავ, აუცილებლად უნდა გაიფიქრო "გამოდგება თუ არა ეს საადნაკლასნიკედ”.
მიუხედავად იმისა რომ 12 წლის ხარ და ჯერ სკოლა კი არა, კლასიც არ გამოგიცვლია, "ადნაკლასნიკები” მაინც უნდა გაიკეთო.
უნდა სთხოვო მეგობრებს რომ "დაგიკომენტონ”
მიუხედავად იმისა, რომ საიტის ფუნქცია დაკარგული ან დავიწყებული ნაცნობების აღმოჩენაა, შენ ყველაფერი უნდა ქნა იმისთვის, რომ შენივე ვინაობა კარგად მიჩქმალო, მაგალითად გვარის მაგივრადაც დაწერო სახელი, დაიწერო "კლიჩკა”, ვინაობა ჩასვა გულებში, შეიცვალო საცხოვრებელი ქალაქი, სკოლა და ა.შ.
კომენტარებში აუცილებლად უნდა დაწერო: "აუ, დზნ დზნ მაგარი ფოტოა”, "ამ ფოტოში მაგრად ხარ”, "ძაან საყვარელი ხარ”, "დზნ მიყვარხარ”, "მაგარი ქალი (კაცი) ხარ” და ა.შ.

არადა, მსოფლიო ლექსიკაში არსებობს ასეთი სიტყვა "ფანტაზია”, რომლის პრაქტიკაში ხშირი გამოყენება არც ჩვენ გვაწყენდა… :))

კატეგორია: ამბები | ნანახია: 815 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]