მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 27 » ადამიანი 20 საუკუნის მერე
20:10
ადამიანი 20 საუკუნის მერე


ადამიანი 20 საუკუნის მერეე .. განიცდის მუტაციას

ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 2000 წლის შემდგომი ადამიანი აღწერეს. მათი გამოკვლევებით 20 საუკუნის შემდეგ ადამიანებს, თბილი კლიმატის გამო, ტანზე თმები აღარ ექნებათ, ღვიძლი და ფილტვები გაუდიდდებათ და საკვებში მოწამლული ნივთიერებებისგან ფსიქიკაში პრობლემები შეექმნებათ.

 

1. თვალები

 

ატმოსფეროში დაბინძურებული ნივთიერებების გამო თვალები დაწვრილდება და დაემსგავსება ღორის თვალებს, ხოლო თვალის მემბრანა გადიდდება.

2. ცხვირი

 

ცხვირი სიგრძეში დაგრძელდება. მას პატარა განყოფილებები და ღრმულები ექნება, რათა უკეთესად გაწმინდოს ჰაერი. იგივე მიზეზის გამო, თმები ცხვირში გახდება უფრო სქელი და გრძელი.

3. ფილტვები

 

ფილტვებიც ასევე გადიდება და ადამიანებს უფრო სქელი სისხლძარღვთა სისტემა ჩამოუყალიბდებათ, რომელიც ჰაერიდან უფრო მეტ ჟანგბადს ამოკრებს, რაც მასშივე დარჩება.

4. ღვიძლი

 

იმის გამო, რომ ღვიძლის მიზანი სისხლის გაწმენდაა, იგი ძალიან დიდ ზომებს მიაღწევს, რათა უფრო კარგად გაფილტროს მოწამლული ნივთიერებები.

5. კანი

 

კანი უფრო უხეში გახდება, რათა თავიდან აიცილოს ატმოსფეროში არსებული ქიმიკატებისაგან გამოწვეული დამწვრობები.

6. აპენდიქსი

 

ბრმა ნაწლავი ისევ გახდება გამოსაყენებლი ორგანო, რომელიც ორგანიზმს საჭმლის გადამუშავებაში დაეხმარება. ისეთი საკვების გადამუშავებაში, რომელიც განსაკუთრებულად მცენარეული იქნება. რადგან გარემოს დაბინძურების შედეგად, ხორცი საკვებად გამოუსადეგარი იქნება.

7. ძვლის სტრუქტურა

 

ადამიანი დაბალტანიანი გახდება. ეს გამოწვეული იქნება D ვიტამინის უკმარისობის გამო, რადგან შემცირდება მზის სინათლე.

8. თმები

 

თმები, კლიმატის ძლიერ დათბობის შედეგად, საერთოდ გაქრება.

9. ყურები

 

გარემოში გაძლიერებული ხმაური ყურებზე ნაოჭებს გააჩენს, რაც მათ ძაღლის ყურების მსგავსს გახდის. ადამიანს შეეძლება მათი ხელში აღება და ისე მოსმენა, შემდეგ ისევ ძირს დაშვება, რათა შემცირდეს ხმაური.

10. ხასიათი

 

ადამიანი ცოტა შეშლილი იქნება. რაც საკვებში გადამეტებული მოწამლული ნივთიერებებით იქნება გამოწვეული.

11. სასუნთქი აპარატი

 

ადამიანი დაბადებისთანავე, რამდენიმე ხნის განმავლობაში, სპეციალურ აპარატზე იქნება შეერთებული. რაც მას ცხოვრების პირველ კვირეებში სუნთქვაში დაეხმარება.

12. თირკმელები

 

თირკმელები გამოიმუშავებენ ახალ ფუნქციას, რის შედეგადაც შარდიდან წყალი გამოიყოფა და წყალი დარჩება ორგანიზმში. სითხის ნაცვლად ადამიანი, სქელ ნივთიერებას გამოჰყოფს, რომელიც საშარდე მჟავითა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან იქნება შემდგარი.

 

მეცნიერები თვლიან, რომ დიდი ხნით ადრე, სანამ ზემოთ ჩამოთვლილი ფიზიოლოგიური ცვლილებები მოხდება, კაცობრიობა გადაშენებას მოასწრებს.

კატეგორია: ამბები | ნანახია: 753 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]