მთავარი » 2010 » ნოემბერი » 11 » A.I.
14:26
A.I.


გამოთქვით საკუთარი მოსაზრება

adamianebi imiT gamoirCevian sxva cocxali arsebebisagan, rom maT gaaCniaT azrovnebis unari. მათ გააჩნიათ ინტელექტი, რომლის მეშვეობითაც ახერხებენ ნაცნობი სიტუაციების დამახსოვრებას, სწავლას მათ საფუძველზე, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას ლოგიკური აზროვნების საფუძველზე და ა.შ

    ხელოვნური ინტელექტი არის მეცნიერების დარგი, რომელიც ცდილობს არა მარტო შეიცნოს ინტელექტის ბუნება, არამედ ხელოვნურად შექმნას კიდეც ინტელექტუალური ქცევის მქონე ხელოვნური სისტემები, ანუ როგორც მათ ხშირად უწოდებენ ხელოვნური ინტელექტუალური სისტემები. მისი წარმოშობაც და განვითარებაც დაკავშირებულია კომპიუტერების წარმოშობასთან. ეს შემთხვევითი არაა, რადგან ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გადაცემა კომპიუტერებამდე მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეეძლოთ (სხვადასხვა დონეზე).

   მოკლედ ხელოვნური ინტელექტის უხეში განმარტება ასეთია: შეიქმნას კომპიუტერი, რომელიც შეცვლის ადამიანს. წინასწარ შემიძლია განვსაზღვრო რა რეაქცია გექნებოდათ ამ ფრაზის წაკითხვისას: რა სისულელეა!!!. ეხლა ჩემ აზრს გამოვთქვამ: მე ამის მჯერა!!!

   ჩემი მოსაზრების თქვენთვის ადვილად გადმოსაცემად, დავსვავ რამდენიმე ზედაპირულ და მარტივ რიტორიკულ შეკითხვას:

 

1)       XVI საუკუნე, ლეონარდო და ვინჩი- ვინმე ოდესმე იფიქრებდა, რომ ამ ადმიანის მიერ დახატული ჩიტები და მფრინავი მანქანები რელობად იქცეოდა?

2)       XIX საუკუნე, ჟიულ ვერნი- ვინმე ოდესმე იფიქრებდა, რომ ამ ადამიანის ნაწარმოებებში ასახული წყალქვეშა ნავი რეალობად იქცეოდა?

3)       XX საუკუნე, ნილ არმსტრონგი- ოდესმე ვინმე იფიქრებდა, რომ ადამიანი მთვარეზე გავლას შეძლებდა?

 

   XXI საუკუნეში მეცნიერები ცდილობენ შექმნან მანქანა, რომელიც ადამიანის ტვინში მიმდინარე პროცესების შესაბამისად იმოქმედებს. დღეისთვის ბევრში ეს ფრაზა სიცილს იწვევს და დაფიქრებულხართ რა იქნება 50 ან 100 წლის შემდეგ?

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 734 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]