მთავარი » 2010 აგვისტო 2 » 5 კურიოზი
09:29 5 კურიოზი | |
*_-_-_-_-_* ვერ ნახვის შემდეგ რა დაემართებოდა თქვენ თვითონ მიხვდით. კომუნისტების დროს საგარეჯოს შემნახველი ბანკის დაცვაში მუშაობდა აზარბეიჯანელი ისა ალიევი. ერთ დღეს სამსახურში ვერ მივიდა რაღაც მიზეზის გამო და შემნახველი ბანკის უფროსს დაურეკა, რათა ამის შესახებ შეეტყობინებინა. ყურმილი ერთ-ერთმა თანამშრომელმა აიღო და უფროს გადასცა, ისა არისო. უფროსმა იკითხა: _ რომელი ხართ? ისამ უპასუხა: _ ისა ვარ. _ ვინ ისა ხართ? გადაირია უფროსი, ეგონა ვიღაც «ზემოდან» მირეკავსო და სიმწრის ოფლმა დაასხა. ბოლოს, როგორც იქნა, მიახვედრა ალიევმა ვინც იყო, უფროსმა კიდევ გამწარებულმა მიაძახა: _ ისა შენა და შენი დედაც! *_-_-_-_-_* საგარეჯოელი ცოლ-ქმარი მიტო და მარო (ანეგდოტის გმირები არ გეგონოთ, ნამდვილი ამბავია) წავიდნენ სართიჭალის ბაზარში სავაჭროდ თავისი «მოსკვიჩ»-ით. სართიჭალას რომ მიუახლოვდნენ, მოულოდნელად მანქანას საჭე მოსძვრა. მიტომ ეს ამბავი არ გაამხილა, რომ მაროს არ ენერვიულა და გადაწყვიტა მანქანა როგორმე გაეჩერებინა. მაგრამ... მანქანამ საპირისპირო მხარეს იცვალა გეზი. ამ დროს მარო ეძახის ქმარს: _ მიტო, მოუხვიე, მოუხვიე! მაგრამ რომ ვერ «მოუხვია», გაბრაზებულმა მომძვრალი საჭე ცოლს მიაჩეჩა ხელში და მიაყოლა: _ აჰა და, მოუხვიე, შენი დედაც!.. *_-_-_-_-_* ეს ამბავი გასული საუკუნის 70-ან წლებში მოხდა. იმ დროს საგარეჯოში რესტორან «გარეჯის» მახლობლად კარუსელი ფუნქციონირებდა. ერთხელ სამმა მეგობარმა_რეზომ, ზურამ და გურამმა (გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ) რესტორან «გარეჯში» კარგად მოილხინა. რესტორნიდან რომ გამოვიდნენ, კარგა ხნის დაღამებული იყო. გასართობ მოედანს რომ მიუახლოვდნენ, გაჩახჩახებული კარუსელი მოხვდათ თვალში. ჰოდა, გადაწყვიტეს ახალგაზრდობა გაეხსენებინათ. გურამმა მეგობრებს უთხრა, თქვენ დასხედით კარუსელზე, ჩავრთავ და მეც შემოვახტებიო. ასეც მოიქცა. კარუსელმა თანდათან აკრიფა სიმაღლე და სიჩქარე. ძმაკაცებმა მართლაც რომ გული იჯერეს «კატაობით». მერე კარუსელიდან ჩამოსვლა გადაწყვიტეს, მაგრამ... გამომრთველი არავინ იყო! ვერც გაქანებული კარუსელიდან ჩამოხტომა გაბედა ვინმემ... დილით საგარეჯოელებს მოტრიალე კარუსელზე მიძინებული სამი ბიძა დახვდათ, ირგვლივ კი რესტორნის მენიუს მთელი «ასორტიმენტი» იყო უხვად მიმოფანტული. *_-_-_-_-_* ეს ამბავი რამოდენიმე წლის წინ საგარეჯოში მოხდა. ჩემი მეზობელი კ.პ. მანქანას აწყობდა და თავის მეგობარს გ.კ-ს სთხოვა დახმარება. მათთან ერთად კიდევ რამოდენიმე კაცი იყო. ის გარაჟი სადაც ეს მანქანა ეწყობოდა ჩემი სახლის გვერდით დგას და მეორე სართულის ფანჯრებიდან ხელისგულივით მოსჩანს ყველაფერი. დილიდანვე ხმაურით დაიწყეს საქმიანობა. რამდენიმე საათის შემდეგ გავიხედე ჩემი სახლის ფანჯრიდან და რა დავინახე, ჩემი მეზობლის მეგობარმა გ.კ-მ როგორ მოიპარა, იქვე გარაჟის წინ მდგარი ხის ძირში მიგდებული, მანქანის საბერი და აქეთ-იქით მიხედ-მოხედვის მერე როგორ ჩაუძახა თავისი მანქანის საბარგულში (დანარჩენები ამ დროს გარაჟში იყვნენ და გ.კ-ს ვერ ხედავდნენ). საქმე ის არი რომ ეს საბერი ჩემი იყო და ჩემმა მეზობელმა კ.პ-მ წინა დღეს მთხოვა. მე გადავწყვიტე ჩემი საბერი დამებრუნებინა და ასეთ ხრიკს მივმართე. საღამოსკენ ჩემმა მეზობელმა თავისი მეგობრები სახლში შეიპატიჟა სუფრაზე. მათ შორის გ.კ-ც. მე დრო ვიხელთე გამოვედი სახლიდან და გ.კ-ს მანქანის საბარგულიდან, რომელიც, ბედად, ღია დამხვდა, ჩემი საბერი ამოვიღე და წამოვიღე სახლში. ამ დროს ქეიფი კარგად გახურებული იყო და საბერის ქურდი გ.კ. განსხვავებული სასმისით სვავდა მეგობრობის სადღეგრძსლოს. ხოლო, სახლში დაბრუნებულ გ.კ-ს თავისი მანქანის საბარგულში საბერის ვერ ნახვის შემდეგ რა დაემართებოდა თქვენ თვითონ მიხვდით. *_-_-_-_-_* საგარეჯოში ცხოვრობდა ჭკუასუსტი ზაქრო, რომელმაც ერთხელ ტყეში ორი ოფოფი დაიჭირა. ჩაისხა უბეში და შინისკენ გამოსწია. სანამ სახლამდე მივიდოდა, მაღაზიაში შეიარა. იქ ერთი ქამარი მოეწონა და გამყიდველს ჰკითხა: _ რა ღირს? _ 5 მანეთი. _ უპასუხა გამყიდველმა. _ ცოტა დაუკელი. _ შესთავაძა ზაქრომ. _ შენ ოფოფები ხომ არ გყავს, რათ უნდა დავაკლო. _ გადაირია გამყიდველი. _ დიახაც მყავს და რომ გაჩვენო, ქამარს მაჩუქებ? _ შესთავაზა ზაქრომ. გამყიდველმა აქეთ-იქით მიმოიხედა და მაღაზიაში შეკრებილი ცნობისმოყვარეების გულის მოსაგებად, ამაყად უპასუხა: _ რატომაც არა, გაჩუქებ! ზაქროსაც დიდი ხანი არ უფიქრია ამოსხა ოფოფები ჯემპრიდან... და დაპირებული ქამარიც აჩუქეს. | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
|