მთავარი » 2010 » ივლისი » 30 » 5 ანეკდოტი
12:58
5 ანეკდოტი


***

მიხომ დაიჭირა ოქროს თევზი. თევზი ეუბნება:
— მთხოვე რაც გინდა, ოღონდ იცოდე შენ მეზობელ მიტუას ორჯერ მეტად აუსრულებ.
მიხომ ცოტა ფიქრის მერე ოქროს თევზს სთხოვა:
— ერთი თვალი ამამთხარე.

***

სვანმა ინტელექტის ასამაღლებელი წამალი იყიდა მაგრამ ვერ მიხვდა როგორ უნდა გაეხსნა.

***

— გოგონი, თქვენთვის არავის არ უთქვავს, რომ ლამაზი ხართ?
— არა!
— არა?.. ვაა!.. ყველა მასეთი პატიოსანია?!

***

სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
«რა მოხდება ქართველი, რომ კოსმოსში გაფრინდეს.»
რადიო პასუხობს:
«დიდი უბედურება. ქართველები სიამაყით დაიხოცებიან, სომხები — შურით და ყველაფერი აზერბეიჯანელებს დარჩებათ.»

***

სვანი სახლში ახალ ავეჯს დგავდა ძველს კი ფანჯრიდან ჰყრიდა. მეზობელი ეუბნება:
— ვინმეს არ დაეცეს, სანამ გადააგდებ დაიყვირე მაინც.
სვანმა უპასუხა:
— მე რა მაქვს საყვირელი. ვისაც დაეცემა იმან იყვიროს.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 926 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]