მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 25 » 2-pac ! :)
20:09
2-pac ! :)


თუპაკ ამარუ შაკური (ინგლ. Tupac Amaru Shakur) (დ. 16 ივნისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ - გ. 13 სექტემბერი, 1996, ლას-ვეგასი, ნევადა) იყო ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი.

ის არის ცნობილი ფსევდონიმებით: 2Pac , Makaveli და Pac. იგი შეყვანილია

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, ჰიპ-ჰოპ ალბომის ბეტსელერი; გაყიდული აქვს დაახლოებით 73 მილიონი ალბომი მსოფლიოში. დაახლოებით 44.5 მილიონი ალბომი გაიყიდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. უმეტესი მისი სიმღერები არის გეტოს გაჭირვების, ძალადობის, რასიზმის, სოციალური პრობლემების შესახებ, ზოგიერთში იგი მტრობს მოძმე რეპერებს. საყოველთაოდ მიჩნეულია ყველა დროის საუკეთესო რეპერად. ჰიპ-ჰოპის პირველი შემსრულებელი მსოფლიოში, რომელსაც დაუდგეს ძეგლი. ვერცხლისფერი შვიდი ფუტის სიმაღლის ქანდაკება გაიხსნა 2005 წლის 13 სექტემბერს „Tupac Amaru Shakur Centre"-ში, სთოუნ მაუნთაინი, ჯორჯიას შტატი. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემულმა ალბომების რიცხვმა გადააჭარბა მის სიცოცხლეშივე გამოცემულ ალბომების რაოდენობას. ალბომი „Me Against The World" პირველი იყო ისტორიაში, რომელიც გამოიცა პატიმრის მიერ. თუპაქი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველა დროის ყველაზე წარმატებული რეპერი.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 831 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]