მთავარი » 2012 » აპრილი » 06


სიყვარულით კიკის...


შენ კი იქ, მაღლა რომ ხარ, შენ, პატარა ცეცხლო, ფატა-მორგანავ, სახევ, ეგზომ უცნაური ძალაუფლება რომ მოიპოვე ჩემზე; შენ, ამ პლანეტაზე რომ შემხვდი, სადაც არსებობს ასიათასობით სხვაც, უკეთესები, უფრო მშვენიერები, ჭკვიანნი, კეთილნი, ერთგულნი, გონიერნი… შენ, ერთხელ, ღამით, ბედის მიერ ჩემთვის დაგდებულო ცხოვრების გზაზე, უფლებამოსილო სიყვარულო, ჩემს ცხოვრებაში გაშმაგებით შემოჭრილო, სიზმრად კანში შეჭრილო; შენ, არაფერი რომ არ იცი ჩემზე, იმის გარდა, რომ წინააღმდეგობას გიწევ, და სწორედ ამის გამო მოისწრაფვი ჩემკენ… როგორც კი წინააღმდეგობის გაწევა შევწყვიტე, მაშინვე განიზრახე გზის გაგრძელება, სალამი შენდა ! აგერ, აქა ვდგავარ, თუმცა მეგონა, რომ ასე აღარასოდეს დავდგებოდი. წვიმამ შეაღწია ჩემს პერანგში. იგი შენს ხელებზე, შენს კანზე უფრო თბილი, გრილი და რბილია… აი, ვდგავარ აქ, მე, საცოდავი, და ეჭვის კლანჭები შიგნეულს მისერავს; მე მინდიხარ და მძაგხარ, აღტაცებული ვარ შენით და გაღმერთებ, რადგან შენ ერთმა ისროლე მეხი და აანთე ჩემი გული, მესროლე ელვა, ყოველ წიაღსი დაფარული. მან შემინთო სიცოცხლის ნაპერწკალი, შავი ცეცხლი. მე ვდგავარ აქ, გაჟღენთ ... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 839KoKiTa0ნახვა