ო'ჰენრი-მოგვთა საჩუქრები
დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი. სულ ეს იყო. აქედან სამოცი ცენტი ბაყლებთან, ბოსტნეულის გამყიდველებთან თუ ყასბებთან გაუთავებელი ვაჭრობით დაზოგილ ერთპენიანებს შეედგინათ.
საქონლის ზუსტ ფასზე ატეხილი დავები დელას უკვე ისე სძულდა, რომ სიმწრისგან ყურებიც კი უწითლებოდა. სამჯერ გადათვალა ფული. მხოლოდ დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი ჰქონდა. მეორე დღეს კი შობა დგებოდა.ისღა დარჩენოდა, პატარა, გაცვეთილ ტახტზე დამხობილიყო და აქვითინებულიყო. ასეც მოიქცა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცხოვრება ტირილის, სლუკუნისა და ღიმილისაგან შედგება. ამათ შორის კი სლუკუნი ჭარბობს.სანამ დიასახლისი ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდოდეს, ჩვენ სახლს მოვავლოთ თვალი. ავეჯით გაწყობილი ბინა კვირაში 8 დოლარად დაექირავებინათ.
ოთახი მთლად მათხოვრული არ იყო, მაგრამ დიდი-დიდი მაწანწალათა გუნდის საცხოვრებლად გამომდგარიყო. ქვემოთ, შესასვლელის კარზე საფოსტო ყუთი მიეჭედებინათ, რომლის ჭრილშიც ვერც ერთი წერილი ვერ შეცურდებოდა. იქვე იყო ელექტროზარის ღილაკიც, რომელსაც ვერც ერთი მოკვდავი ვერ გამოაცემინებდა ხმას. კარზე მიკრულ პატარა დაფაზე კი ,,მისტერ ჯეი
...
კითხვის გაგრძელება »