მთავარი » 2011 » ივნისი » 16


თამაში ჭვავის ყანაში(ნაწილი23,24,26)

ნაწილი 23

ტელეფონზე ლაპარაკს ჩქარა მოვრჩი, მეშინოდა მშობლებმა არ მომისწრონ-მეთქი. მაგრამ გადავრჩი. მისტერ ანტოლინის ძალიან გაეხარდა. თუ გინდა ახლავე მოდიო, მითხრა. ეტყობა ეძინათ – ცოლსაც დამასაც – დიდხანს არ მოსულან ტელეფონთან. ხომ არაფერი მომხდარაო, პირველად ეს მკითხა, და არაფერი-მეთქი, მეც ვუპასუხე. ოღონდ პენსიდან გამორიცხვის ამბავი მაინც ვუთხარი. გადავწყვიტე, რომ მისთვის კი შეიძლებოდა ამის თქმა. ღმერთო დიდებულოო, ესღა წამოიძახა. ხუმარა კაცი იყო. თუ გინდა, ახლავე მოდიო, მითხრა.
ამ მისტერ ანტოლინისთანა მასწავლებელს მე არავის შევხვედრივარ. სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი იყო; დ.ბ.-ზე ცოტათი უფროსი. რამდენიც არ უნდა გეხუმრა და გელაზღანდარა მასთან, პატივისცემას ერთი ბეწოთი არ დაჰკარგავდა. მე რომ ჯეიმს კასლი ვახსენე – ფანჯრიდან გადახტა-მეთქი – პირველად სწორედ ანტოლინი მიიჭრა და აიყვანა, მაშინვე მაჯა გაუსინჯა, მერე პალტო გაიხადა, გადააფარა და საავადმყოფოში გააქანა. სულაც არ დაფიქრებულა, პალტო სისხლში არ მოითხვაროსო.
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
3 864KoKiTa0ნახვა



ჩაკ ნორისი

ჩაკ ნორისს შეუძლია წყალზე გაიაროს და მიწაზე იცუროს.


... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 1082KoKiTa0ნახვა



წვერებიანი ლამაზმანი :D
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 993KoKiTa0ნახვა