დროში მოგზაურობის შესახებ...
საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1895 წელს ჰერბერტ ჯორჯ უელსმა პირველად გამოსცა წიგნად თავისი ”დროის მანქანა”. ზუსტად 10 წლის შემდეგ კი, 1905 წელს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოქვეყნდა. როგორც სკოლაში ასწავლიან, აინშტაინი პირველი იყო, ვინც დრო ”მეოთხე განზომილებად” გამოაცხადა. და ისინი მწარედ ცდებიან - სინამდვილეში პირველმა სწორედ უელსმა დაწერა თავის რომანში: ”განსხვავება დროსა და სამყაროს სამი განზომილებიდან რომელიმეს შორის საერთოდ არ არის. უბრალოდ, მას ჩვენი ცნობიერება მისდევს ფეხდაფეხო.”
დროში მოგზაურობის თემატიკა უელსამდეც იყო გაჟღერებული - 1733 წელს სემუელ მედენმა ”მეოცე საუკუნის მემუარები” დაწერა, ხოლო 1771 წელს კი არნახული პოპულარობა მოიპოვა ლუის-სებასტიან მერსიეს უტოპიურმა ნოველამ ”2440 წელი”, რომელშიც უსამართლობით დაღლილი თანამედროვე პარიზელი მოულოდნელად მომავლის საფრანგეთში იღვიძებდა. თუმცა ამ თემატიკამ უფრო კონკრეტული მიმართულება უკვე მეოცე საუკუნეში მიიღო, როდესაც ფანტასტებმა ადამიანები დროში მოგზაურ ტურისტებად აქციეს და ა
...
კითხვის გაგრძელება »