ფოტო, რომელსაც 2 წამის წინ შეხედეთ, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინტერნეტში და მისი მეშვეობით მილიონობით ადამიანმა ირწმუნა, რომ ოდესღაც დედამიწაზე გიგანტები სახლობდნენ. შეთქმულების თეორიის მომხრეთა აზრი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანმა იცის (რადგან ვინც აქამდე არ იცოდა, პოსტის პირველ წინადადებაში წაიკითხა). მაგრამ ვნახოთ რას ამბობს მეცნიერული მხარე, ამ შემთხვევაში National Geographic Society.
2002 წელს შექმნილ (დიახ, შექმნილ და არა გადაღებულ) ფოტოზე ჩანს არქეოლოგი, რომელიც უზარმაზარი ზომის ჰუმანოიდის ჩონჩხთან საქმიანობს. ინფორმაციის გავრცელების ბუმი იყო ძირითადად 2004-2007 წლები. 2004 წლიდან ეს და მსგავსი ფოტოები გამოქვეყნდა ვიდეოპორტალებზე, უამრავ ბლოგსა და გასართობ საიტზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სათაური ძირითადად ერთი და იგივე იყო: "გიგანტური ჩონჩხი ამოთხარეს!” ის, რომ ფოტო ყალბია, წესით ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც იმიტომ, რომ მისი რეალურობის შემთხვევაში მთელ მეცნიერულ სამყაროს სენსაცია მოიცავდა. მაგრამ როგორც წესი, ადამიანი იმას იჯერებს, რაც სურს და ამ მითმაც დიდხანს იარსება. უფრო მეტიც, დღემდე არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ხალხისა, რომელსა
... კითხვის გაგრძელება »
დროში მოგზაურობა ყოველთვის იყო ფანტასტიკური ნაწარმოებების მთავარი თემა. თუმცა, როგორც ჩანს, ირკვევა, რომ უკვე ოცი წელია ასეთი მოგზაურობები რეალობად იქცა. ამას ადასტურებენ მასალები სსრკ-სა და ა.შ.შ-ს მთავრობათა საიდუმლო დოკუმენტებიდან. მოგზაურობა წარსულში 1976 წლიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე უკვე ცნობილია 274 შემთხვევა, როცა საბრძოლო დავალებების შესასრულებლად აფრენილი პილოტები უცბათ წარსულ დროში ხვდებოდნენ. ამ მოვლენებს აქვთ ამერიკელი და რუსი მფრინავების ოფიციალური დადასტურებები, დანახულის ზუსტი აღწერებით. დანიელმა ფიზიკოსმა პოკს ჰეგლუიდმა მოახდინა ამ ფაქტების კლასიფიცირება, იყენებდა რა პილოტების მონათხრობს იმის შესასხებ, თუ რომელ დროსა თუ ეპოქაში მოხვდა თითოეული პილოტი. ზოგიერთი მაგალითი, რომელზეც დანიელი მეცნიერი ლაპარაკობს 1976 წ. რუსი პილოტი ვიქტორ ორლოვი იტყობინებოდა, რომ მიგ25-ით ფრენის დროს, თავისი თვალით დაინახა საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც მისი თვითმფრინავის ქვეშ ხდებოდა. მოყოლილის მიხედვით ეს იყო ცნობილი, 1863 წელს მომხდარი ბრძოლა სამოქალაქო ომის დროს, ქალაქ გიტისბერგთან ახლოს. 1985 წ. ნატოს სამხედრო პილოტი ევროპული ბაზიდან აფრინდა და უცბათ ძველი აფრიკის თავზე აღმოჩნდა, მიწაზ
... კითხვის გაგრძელება »
მართალია ლაზერულ ხედვამდე ჯერ კიდევ 40 წელი გვაშორებს, მაგრამ მეცნიერები უკვე მიისწრაფიან მისკენ. სურათზე ვხედავთ თვალის ლინზას რომელსაც შეუძლია მიიღოს სიგნალი და აჩვენოს გამოსახულება თქვენს თვალწინ, რასაც მეცნიერები ალბათ სიბრმავის გამომწვევად დაასახელებენ, მაგრამ სანამ დავბრმავდებით თვალში საკუთარი ტელევიზორი გვექნება.