მთავარი » 2010 » ნოემბერი » 22


უსაყვარლესი ვარცხნილობა გოგონებისთვის


რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 1005KoKiTa1ნახვა



მკვდრეთით აღმდგარი ბიჭუნას მოწმობა


მკვდრეთით აღმდგარი ბიჭუნას მოწმობა

მთავარეპისკოპოსი ამბერკი მოგვითხრობს შემდეგი შემთხვევის შესახებ: ბულგარეთში ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში ერთი ღირსშესანიშნავი შემთხვევა მოხდა: ერთგან 14 წლის ყმაწვილი ბიჭი მომკვდარიყო; როცა მას წესს უგებდნენ, ანაზდად იგი წამოიმართა კუბოდან და უნუგეშო, სასოწარკვეთილი ტირილი დაიწყო. თავდაპირველად საშინლად შეძრწუნებულმა და იმავდროულად გახარებულმა ახლობლებმა დამშვიდება დაუწყეს ბიჭს და როცა ეს, დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, როგორღაც მოახერხეს, ჰკითხეს კიდეც, რატომ ტიროდა ასე მწარედ. და ბიჭმა შემდეგი მოუთხრო მათ: „როცა მე მოვკვდი, მაშინვე იმ ადგილებში მოვხვდი, სადაც ცოდვილნი ეწამებიან. რა საშინელი სახეები ჰქონდათ მათ! მე არ შემიძლია ამის დავიწყება, ხოლო მათი ტანჯვის გადმოცემა არც ძალმიძს! ეს იმდენად შესაზარი და საშინელი იყო, რომ ამის წარმოდგენა ადამიანს არ შეუძლია! მერე სამოთხის სავანეებისაკენ წამიყვანეს, და მე ვიხილე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი; ვნახე, თუ როგორ ლოცულობდა იგი ცოდვილთათვის და მთელი მსოფლიოსათვის. მისი პირისახე, გაბრწყინებული საკვირველი არაამქვეყნიური სიმშვენიერით, გატანჯული იყო მწუხარებით, ცრემლები ნაკადულებად ჩამოსდიოდა. როცა მე დამინახა, ღვთისმშობელმა მითხრა: „შენ არ დარჩები, უკან, ქვეყნად დაბრუნდები ადამიანებთან. უთხარი მათ, რომ ძალზე გამტანჯეს თავიანთი შეცოდებებით; მე უკვ ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 721KoKiTa0ნახვა