|
ლბერტ აინშტაინი (გერმ. Albert Einstein) (დ. 14 მარტი, 1879, ულმი,
გერმანია — გ. 18 აპრილი, 1955, პრინსტონი, აშშ), ფიზიკოსი-თეორეტიკოსი,
საყოველთაოდ მიჩნეულია მე-20 საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა
ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური
მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921
წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის
მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი
წვლილისთვის.
დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის
მფლობელის ოჯახში ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100
კმ-ში), გერმანია. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ.
პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან დედის
დაჟინებით ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც
მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო
სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის
გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით
მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის
სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.
საშუალო
განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში (მიუნხენი) ღებულობს, რომელიც
იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის
ასაკიდან ეზიარა. მის
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
ამ სიახლეში
იხილავთ "სამსუნგი"-ს ისტორიას
სამსუნგი
(სამსუნგ გრუპი) — სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო
კონცერნი. შეიქმნა 1938 წელს როგორც შიდა ბაზარზე მომუშავე ნედლეულისა და
პროდუქტების კომპანია. კომპანია სამსუნგი ახლანდელმა ხელმძღვანელმა,
დამაარსებლის უმცროსმა ვაჟმა, საერთაშორისო არენაზე 1980-იან წლებში
გამოიყვანა.
სამსუნგში მსოფლიო მასშტაბით 400 000-ზე მეტი ადამიანი
მუშაობს. კომპანია აწარმოებს ავტომობილებს, თვითმფრინავებს, ტექსტილს,
ხომალდებს, ქიმიკატებს, ელექტროტექნიკას, მობილურ ტელეფონებს, სასურსათო
ნაწარმსა და სხვა. სამხრეთ კორეაში სამსუნგი ფინანსურ საქმიანობასაც ეწევა,
აქვს სადაზღვევო კომპანიები. სამხრეთკორეულ ქალაქ სუვონს ხანდახან
„სამსუნგ-სითისაც" უწოდებენ. ქვეყანაში სამსუნგი უმსხვილესი კომპანიაა და
საერთო ბიუჯეტის ნახევარს აყალიბებს.
კომპანია სამსუნგ ელექთრონიქსი
(Samsung Electronics) 1969 წელს დაარსდა, როგორც ფირმა სანიოს
ტელევიზორების ამწყობი საამქრო, დღეისათვის კი სამსუნგ გრუპის უმსვილესი
წევრი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმძლავრესი საწარმო ელექტროტექნიკის წარმოებაში
(3-ე ადგილზეა მსოფლიოში). 2006 წლიდან კომპანიის პროდუქცია „პრემიუმ"
კლასში გადავიდა. კომპანია 58 ქვეყანაშია განლაგებული და 208
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
შიომღვიმე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი,
ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული
ცენტრი. მსხვილი სენიორია.
მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის
რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II
ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ . როგორც წყაროები
გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა
მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე
დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება "შიოს მღვიმე", "შიომღვიმე"). მისი
საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ.
XI საუკუნეში მღვიმეს
ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას
შეუერთეს. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის
გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად
მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმებიანი ეკლესია
თითქმის სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. იგი ქართული გუმბათოვანი
ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიმუშია. აგებულია შიოს
ინიციატივით VI საუკუნის 50-60-იან წლებში. ეკლესია გეგმით მარტივი,
"თავისუფალი ჯვრის" ტიპის შენობაა, ე.ი. გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი,
რომლის მოხაზულობა გარედანაც იკითხება, აღმოსავლეთით აფსიდია. ცენ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
ჩინეთის დიდი კედელი (გამარტ. ჩინ.: 万里长城; ტრად. ჩინ.: 萬里長城; -- ვანლი
ჩან’ჩენ; ნიშნავს: "10,000 ლის სიგრძის კედელი") -- ჩინური სამხედრო
გამაგრება; მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17
საუკუნებდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე
ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა,
თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200
წლებში პირველი იმპერატორი ქინ ში ჰუანდის მიერ (ის უფრო ჩრდილოეთით
მდებარეობდა ვიდრე მინის დინასტიის დროს აგებული ამჟამინდელი დიდი კედელი
და მისგან თითქმის არაფერი შემორჩა).
მსოფლიოში ყველაზე გრძელი და
განსაცვიფრებელი ნაგებობის, ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და
გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამოუცნობი საიდუმლოება იმალება. ცოცხლად
ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები,
უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის
დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი
შანხაის გასასვლელიდან ბოხაის ზღვამდეა გადაჭიმული.
ისმის კითხვა,
რა გახდა ამ დიდი ნაგებობის აშენების მიზეზი? ჩინელები უმიზეზოდ და მარტო
სილამაზის გულისთვის არაფერს აშენებდნენ, არც იმისთვის, რომ ვინმე
გაეკვირვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
EMINEM-ის ფანებისთვის
15 წლის ყველასათვის უცნობი მომღერალი – დები
ნელსონი ერთ-ერთი ჯგუფის წევრზე დაქორწინდა და 1972 წლის 17 ოქტომბერს
მისურის შტატში, კენზას-სიტიზე, გოგონას ვაჟი შეეძინა, რომელსაც მამის
მსგავსად - მარშალ მეტერსი III დაარქვეს.
ბიჭი 6 თვის იყო მამამ რომ მიატოვა, ამიტომ ხშირად დედასთან ერთად
ნათესავებთან უხდებოდა ცხოვრება. საბოლოოდ ისინი დეტროიდში, ისტსაიდის
რაიონში დასახლდნენ, სადაც სკოლაშიც დადიოდა.
გაკვეთილებს ხშირად აცდენდა და სკოლის სასადილოში რეპ-ფრისტაილებს დიდი
წარმატებით კითხულობდა. მეოთხე კლასში იყო, როდესაც უფროსკლასელ დი
ანჯელო ბეილისთან სერიოზული პრობლემა შეექმნა და სკოლის გამოცვლა
გადაწყვიტა. ასე მოხდა რამდენჯერმე, რის გამოც სწავლას ვერ ახერხებდა.
მეგობრებიც არ ჰყავდა და მუდმივად უსიამოვნებები სდევდა თან.
1983 წელს, ერთ-ერთი უსიამოვნების დროს, იმდენად ძლიერად სცემეს, რომ 10 დღე კომაში იყო.
1984 წელს დედასთან ერთად კენზას-სიტიში ბრუნდება და
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
ეს არის ლექსი რომელიც დაწერა ჩემმა სიყვარულმა :* MARi-მა ნახეთ ყველამ :) ყველას ეძღვნება
მე სათითაოდ დაგიკოცნი მაგ ლამაზ ტუჩებს ყოველგვარ სევდას წაიღებს ქარი მე დავუყვები თბილისის ქუჩებს და გავუყვები ბილიკებს ნაწვიმს დამაღამდება მე შენზე ფიქრში ჩაფიქრებული დავჯდები ობლად შემომაწვება კვლავ შენზე ფიქრი მე მენატრები თუმცა შენ შორს ხარ
|
|
|
ქალი სიყვარულის სიმბოლოა, მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი. ქალი ოცნება და ფიქრებია, ღამის ნაზ სიზმრებში ჩაქსოვილი. ქალი
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
* * * სპილომ დაინახა შიშველი კაცი და შეეცოდა: - ამით საჭმელს როგორ წვდება?!
* * * კლიენტი - ოფიციანტს კლიენტი: მომიტანეთ ჩივერზდენმაშბრუნდგალვიკინი ლიმონით! ოფიციანტი: ჩივერზდენმაშბრუნდგალვიკინი რითი?
* * * მამიკო, მე რო შენხელა ვიქნები, ყველაფერი შემეძლება? - არა შვილო მაშინ უკვე ცოლი გეყოლება !
* * * იცი ჩემი ძაღლი ლაპარაკობს ! - ვიცი ჩემმა ძაღლმა მითხრა
* * * შვილი: - მამიკო რატომ მოიყვანე დედიკო ცოლად? მამა: - ხედავ ბავშვსაც უკვირს!
BY Me ;X |
|
|
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ინფორმაცია არსებობს უცხოპლანეტელების
ხილვის, მათი სტუმრობის, მათ მიერ ადამიანების მოტაცების და ა.შ., ეკლესია
მათ არსებობას არ აღიარებს. უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის სხეულზე
დატოვებულ ლაქებს კი თავად უფოლოგებიც ეშმაკის ნიშანს ეძახიან. ვნახოთ, რას
ფიქრობს ეკლესია ამ საკითხზე. გვესაუბრება იოანე ღვთისმეტყველის სახელობის
ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე).
– მამაო, უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის მოტაცების ფაქტებიც არსებობს. ამას როგორ ხსნით, ამასაც ბოროტი ძალა აკეთებს?
–
არსებობს ფაქტები, რომლებიც ბევრ ეჭვს ბადებს. პირადი ემოციები და
განცდები იმ პიროვნებებისა, რომლებიც ეკლესიური თვალსაზრისით დემონური
არსებების მსხვერპლნი ხდებიან, ცხადყოფს, რომ ისინი სუსტი ფსიქიკის მქონენი
არიან, მიდრეკილი ჰალუცინაციებისადმი, მათი გონება და ცნობიერება
გამრუდებულია და ხდება მათი ფსიქოპათოლოგიური განცდების არეკვლა მათ
ფიზიკურ სხეულზე. ხანდახან ეს გამომჟღავნდება მუქი წერტილების სახით,
რომლებიც დამწვრობის სახით წარმოიშვება. პარადოქსია და ამას თვითონ
უფოლოგები ეშმაკის ნიშანს ეძახიან. რეალურად ამ დამწვრობის მიზეზს ვერ
ხსნიან, მაგრამ ეს უფრო ანომალიური ხასიათის არის, ვიდრე უცხო ცივილიზაციის
მიერ მიყენებული ზიანი ან კურნება.
იმ პირობების, რომელიც ჩვენ
გვაქვს დედამიწაზე, სხვაგან არსებობის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. არ
შეიძლება ამხელა კოსმოსში ხელაღები
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|