23:55 12 აგვისტო... | |
12 აგვისტო - ეს თვე და რიცხვი დარწმუნებული ვარ ყველასთვის ცნობილია ვინც საქართველოს ისტორია იცის... დიახ, ეს სწორედ ისაა რასაც ფიქრობთ... 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარი ბრძოლა დიდგორზე. ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან) ბრძოლა, რომელიც ჩვენი სამშობლოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი და უდიდესი გამარჯვება იყო...წელს 2011 წლის 12 აგვისტოს სრულდება 890 წელი ამ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ბრძოლიდან... 1121 წლის 12 აგვისტოს მეფე დავით აღმაშენებლის მეთაურობით ქართველთა 56 ათასიანი ლაშქარი 600 ათას თურქ-სელჩუკს შეებრძოლა. როგორც ისტორიული წყაროებში დასტურდება ქართველებმა მტერი 3 საათში დაამარცხეს და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს... ტრადიციის მიხედვით, ყოველ 12 აგვისტოს საქართველოს ყველა კუთხის ხალხი დიდგორის ველზე იკრიბებოდა და 1121 წელს აცოცხლებდა.. მუხლმოდრეკილი ერი ბრძოლის ველზე დაღუპულ გმირებს იხსენებდა და ვრძოლის სცენებს აცოცხლებდა. ახლაც, მრავალი წლის შემდეგ ეს ტრადიცია აღსდგა და ქართველი ხალხი მეფე დავითის ბრწყინვალე გამარჯვებას ისევ დიდგორზე იზეიმებს... 2011 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე გაიმართება დოღი, მძლეოსნობა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და იმ ისტორიულ გამარჯვებას კვლავ იზეიმებენ... რაც შეეხება თავად მეფე დავით IV აღმაშენებელს, ვფიქრობ აქ ჩემს მიერ მის ღვაწლზე და საქართველოს გაერთიანებაზე საუბარი ზედმეტია.. ეს ხომ ის პიროვნებაა, რომლის სახელიც ყველა ადამიანმა იცის ასაკის შეუზღუდავად.. იგი ყველასთვის საყვარელი მეფე და მისაბაძი მაგალითია... უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს | |
|
სულ კომენტარები: 0 | |