10:45 10 აკრძალული შეკითხვა: | |
1. ეს კაბა მასუქებს? ყველაზე საშინელი კითხვაა, რომელიც შეიძლება დაუსვათ მამაკაცს. გახსოვდეთ! ის შეგიძლიათ დაუსვათ დედას, დას, დაქალს ან სტილისტს. 2. რაზე ფიქრობ? ყველაზე გავრცელებული პასუხი ამ კითხვაზე არის-„არაფერზე". ზოგჯერ ადამიანებს ახასიათებთ ერთდროულად ყველაფერზე და არაფერზე ფიქრი. ამ კითხვის ხშირად გამეორება მიუთითებს, რომ თქვენ გსურთ მისი ფიქრების დამორჩილება. 3. რომელ ჩემს დაქალს აკოცებდი? მეტად გამაღიზიანებელი კითხვაა, რადგან ყველანაირი პასუხი ნაკლებად გესიამოვნებათ: თქვენ უბრალოდ გსურთ მოისმინოთ პასუხად: "მილიონ დოლარადაც არც ერთს არ ვაკოცებდი."მაგრამ ზოგჯერ მამაკაცებს ტყუილის თქმა არ უყვართ. (ჰმ ვითოოომ? ) 4. რამდენი შვილი ვიყოლიოთ? გსურთ დაინახოთ როგორ გარბის ძვირფასი ადამიანი თქვენგან? არა? დაივიწყეთ ეს კითხვა და მოეშვით. უკიდურეს შემთხვევაში ურთიერთობის საწყის ეტაპზე, სანამ საკუთარ გრძნობებში სრულად დარწმუნდებით, უბრალოდ დატკბით გარკვეული გაურკვევლობით და საყვარელ ადამიანთან ყოფნით. 5. ავტოავარიაში რომ მოვყვე, რამდენ ხანში წამოიწყებ ახალ რომანს? თავად რამდენი ხანი დაელოდებით, ღმერთმა დაიფაროს, თუ დაიღუპება? იქნებ ოცნების მამაკაცი სასაფლაოდან გამოსვლისას შეგხვდეთ? სიყვარულში ვერაფერს იწინასწარმეტყველებ. ამასთან მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა თავს მსხვერპლად უმიზეზოდ წარმოაჩენთ <<< 6. „კაცების" წვეულებაზე ჩემი სტუმრობა ხომ არ გაგანაწყენებს? რა თქმა უნდა ის განაწყენდება. მამაკაცებს თავისი საქმეები და საუბრის თემები აქვთ. ზოგჯერ უმჯობესია ისინი არ იცოდეთ. წარმოიდგინეთ ის ქალების თავყრილობაზე, როგორ ისმენს თქვენ ჭორაობას?!.. 7. სულ ამ გოგონას რომ უყურებ, მოგწონს? ეს კითხვა თქვენს თავდაუჯერებლობას გასცემს. ის თქვენთანაა და არა მის გვერდით, ამიტომ ნუ ეჭვიანობთ წვრილმანების გამო და არაფრისგან პრობლემებს ნუ ქმნით... 8. რამდენი გყავდა ჩემამდე? ნამდვილად გსურთ ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა? ამით რას მიიღებთ? წარსულს ვერ შეცვლი და ვერ წაშლი. ყველა ადამიანს აქვს ბნელი კუნჭული. ამიტომ ნუ უბიძგებთ მას სასიამოვნო ან უსიამოვნო მოგონებისკენ. დატკბით არსებული რეალობით. 9. ვინ უფრო მეტად გიყვარს მე თუ დედაშენი? ( < რა უაზრო კითხვაა ) მამაკაცების 99 % ამ კითხვას მკრეხელობად ჩათვლის. სინამდვილეში კი მათ ამ კითხვაზე პასუხი არ გააჩნიათ. ურთიერთობა თქვენსა და მას შორის, ურთიერთობას დედას და შვილს შორის სრულიად განსხვავებულია, მათი შედარება დაუშვებელია. 10. ნამდვილად გიყვარვარ? ამ კითხვის დასმა ნიშნავს, რომ არ გჯერათ მისი სიყვარული. ზოგიერთ მამაკაცს არ უყვარს გრძნობებზე საუბარი, ისინი მათ გამოხატავენ ქცევით ან თქვენ გვერდით ყოფნით. ეს კი საკმარისი უნდა იყოს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
|