ცხოვრებისეული კურიოზები - 17 ნოემბერში 2011 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 17 » ცხოვრებისეული კურიოზები
11:09
ცხოვრებისეული კურიოზები

დავიხვრჩი სიცილით რო წავიკიტხე

"სოციალურად დაუცველი"

მოგეხსენებათ, სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მოხვედრა მეტად რთულია და იმისათვის, რომ სახელმწიფოსგან ყოველთვიური დახმარება მიიღო, არ უნდა გქონდეს ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი და სხვა საოჯახო ტექნიკა. ხელმოკლედ ვცხოვრობთ და გადავწყვიტე, განცხადება შემეტანა. სამი დღის ვადაში მოვა ჩვენი სოციალური აგენტი თქვენთან და შეგამოწმებთო, მითხრეს მერიაში. რა თქმა უნდა, ცოტა ვიეშმაკე და ტელევიზორი, მაცივარი და სარეცხი მანქანა მეზობელთან გადავმალე. მეორე დღეს მართლაც მოვიდა სოციალური აგენტი, ბინა დაათვალიერა და ის იყო, საბუთების შევსებას შეუდგა, რომ მეორე ოთახიდან ჩემი 3 წლის შვილი გამოვიდა და გახარებულმა მითხრა:

- დედიკო, ხომ მოვიდა ის ქალი, ჩამოვიტანოთ ახლა ტელევიზორი მანანა დეიდასგან...
ასე ჩამიშალა ,,გეგმა" პატარა შვილმა, თუმცა აგენტი კი გულიანად აცინა.

ავტორი : ლალი. ბ-ძე. თბილისი

ცუდი სიმთვრალე

ძმაკაცი მყავს ერთი, გივი. ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ სიმთვრალე აქვს ცუდი. როცა დალევს, სულ რაღაც შარში ეხვევა. ერთხელ მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით. გივი ძალიან დათვრა და რა თქმა უნდა, სახლამდე გავაცილე. გზაზე წყნარად მოდიოდა, მეგონა, მშვიდობიანად მივიყვანდი, მაგრამ შევცდი. ერთ-ერთ სადარბაზოსთან ათიოდე ბიჭი რაღაცაზე კამათობდა. გივიმ თვალი მოჰკრა და დაიღრიალა: - რა ხდება მანდ, თქვენი დედა!.. ბიჭები წამით გაშეშდნენ, მაგრამ მალევე მოეგნენ გონს და ათივე ჩვენკენ წამოვიდა. მე სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და სანამ მოგვიახლოვდებოდნენ, გივის ხელი ვკარი, ვის აგინებ, ბიჭო, მე-მეთქი?! და კარგა გვარიანად ვუთავაზე სილა. გივი წაიქცა, ამასობაში უცხო ბიჭებიც მოვიდნენ, რა ხდებაო, იკითხეს. წაქცეულმა გივიმ თავი წამოსწია, საცოდავი თვალებით შემომხედა და მითხრა, რატომ დამარტყი, ძმაო, შენთვის არ... - სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, მეორედ ვხეთქე. საჩხუბრად მოსულმა ბიჭებმა გაშველება დაგვიწყეს. ბოლოს, როგორც იქნა, წამოვაყენე გივი, ბიჭებს მადლობა გადავუხადე და გზა განვაგრძეთ. ამ ისტორიაში ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ გივის ეგონა, მართლა მე შემაგინა და მთელი გზა ბოდიშს მიხდიდა. ასე გადავრჩით ცემას.

ავტორი: ნოე ჟორჟოლიანი. ქუთაისი


წყარო : გაზეთი "კვირის პალიტრა"

კატეგორია: კურიოზები | ნანახია: 352 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]