მთავარი » ხელოვნება


მოგვთა საჩუქრები

ო'ჰენრი-მოგვთა საჩუქრები

დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი. სულ ეს იყო. აქედან სამოცი ცენტი ბაყლებთან, ბოსტნეულის გამყიდველებთან თუ ყასბებთან გაუთავებელი ვაჭრობით დაზოგილ ერთპენიანებს შეედგინათ.
საქონლის ზუსტ ფასზე ატეხილი დავები დელას უკვე ისე სძულდა, რომ სიმწრისგან ყურებიც კი უწითლებოდა. სამჯერ გადათვალა ფული. მხოლოდ დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი ჰქონდა. მეორე დღეს კი შობა დგებოდა.ისღა დარჩენოდა, პატარა, გაცვეთილ ტახტზე დამხობილიყო და აქვითინებულიყო. ასეც მოიქცა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცხოვრება ტირილის, სლუკუნისა და ღიმილისაგან შედგება. ამათ შორის კი სლუკუნი ჭარბობს.სანამ დიასახლისი ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდოდეს, ჩვენ სახლს მოვავლოთ თვალი. ავეჯით გაწყობილი ბინა კვირაში 8 დოლარად დაექირავებინათ.
ოთახი მთლად მათხოვრული არ იყო, მაგრამ დიდი-დიდი მაწანწალათა გუნდის საცხოვრებლად გამომდგარიყო. ქვემოთ, შესასვლელის კარზე საფოსტო ყუთი მიეჭედებინათ, რომლის ჭრილშიც ვერც ერთი წერილი ვერ შეცურდებოდა. იქვე იყო ელექტროზარის ღილაკიც, რომელსაც ვერც ერთი მოკვდავი ვერ გამოაცემინებდა ხმას. კარზე მიკრულ პატარა დაფაზე კი ,,მისტერ ჯეი ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 781KoKiTa0ნახვა



უკანასკნელი ფოთოლი

ნიუ-ორკში, დიდი სახლის ერთ პატარა ოთახში ორი მხატვარი მეგობარი ცხოვრობდა. ერთ სიუ ერქვა, მეორეს – ჯონსი. დებივით ერთად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. შეკვეთებს იშვიათად იღებდნენ და ამიტომ ხშირად საჭმლის ფულიც არ ჰქონდათ. ცხოვრება მაინც უყვარდათ, უხაროდათ როცა მათი ნახატები ადამიანებს მოსწონდათ და თავს ყოველთვის ბედნიერად გრძნობდნენ.
ნოემბერი დადგა. გარეთ ძალიან აცივდა და ყოველდღე წვიმდა.
ერთ დღეს ჯონსი ავად გახდა. თავს ძლიერ ცუდად გრძნობდა. დიდი სიცხე ჰქონდა, მაგრამ მაინც სციოდა. პირი უშრებოდა და თავი ძალიან სტკიოდა.
იგი მთელი კვირა ავადმყოფობდა.
ერთ დღეს ექიმმა თქვა: „სიუ მინდა რაღაც გითხრა, მოდი დერეფანში გავიდეთ."
„სი ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 952KoKiTa0ნახვა



ჩემი და შენი იგავი...

- ეს რა გაქვს ხელში ?


- ბედნიერება . . .

- და რატომ ასეთი პატარა?

- ის მარტო ჩემია. მაგრამ როგორ ასხივებს და რა ლამაზია...

- კი, წარმტაცია!

- გინდა, ნაჭერი?

- ალბათ...
... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 639KoKiTa0ნახვა



Frederik Heyman \ Art
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 610KoKiTa0ნახვა