რა სურთ ქალებს - 5 სექტემბერში 2011 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 5 » რა სურთ ქალებს
10:37
რა სურთ ქალებს

რა სურთ ქალებს 22 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:

1. უნდა იყოს ლამაზი;2. მომხიბლავიც;3. მატერიალურად უზრუნველყოფილი;4. ყურადღებიანი მსმენელი;5. ენაწყლიანი;6. კარგ ფიზიკურ ფორმაში;7. მოდურად ჩაცმული;8. უყვარდეს სიურპრიზების კეთება; 
რა სურთ ქალებს 32 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:

1. კარგად უნდა გამოიყურებოდეს (განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თმის რაოდენობას მის თავზე);2. უღებდეს კარს ავტომობილში ჩაჯდომამდე და მიწვდიდეს სკამს დაჯდომამდე;3. ჰქონდეს საკმარისი ფული კარგი სადილისთვის;4. მოსმენა უფრო შეეძლოს, ვიდრე ლაპარაკი;5. ეცინებოდეს ქალის ხუმრობებზე;6. მაღაზიიდან დატვირთული ბრუნდებოდეს;7. გარდერობში ერთი ჰალსტუხი მაინც მოეპოვებოდეს;8. უყვარდეს სახლში მომზადებული სადილი;9. ახსოვდეს დაბადების დღეები და სხვა ღირსშესანიშნავი თარიღები;
რა სურთ ქალებს 42 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:


1. ძალიან მახინჯი და სულ მთლად მელოტიც ნუ იქნება;2. არ დაძრას მანქანა, მანამ მე არ ჩავჯდები;3. დატვირთული იყოს მთელი სამუშაო დღე, ოღონდ იცლიდეს ჩემთან ერთად სადილისთვის;4. თავს მიქნევდეს, როცა მე ვლაპარაკობ;5. ახსოვდეს, რომ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა იუმორი;6. ფიზიკურად იმდენი მაინც შეეძლოს, რომ სახლში ავეჯი გადააადგილოს;7. ისეთ პერანგს იცვამდეს, რომელიც ღიპს დაუფარავს;8. უნდა იცოდეს ხარისხიანი პროდუქტების ყიდვა;9. არ უნდა ავიწყდებოდეს უნიტაზის თავსახურის ახდა;
რა სურთ ქალებს 52 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:

1. იჭრიდეს თმას ცხვირსა და ყურებში;2. არ აფუჭებდეს ჰაერს საზოგადოებაში;3. ძალიან ხშირად არ იღებდეს ვალს;4. არ იძინებდეს, როცა მე ველაპარაკები;5. არ უყვებოდეს ერთსა და იმავე ანეკდოტს ყველას, ვინც შეხვდება;6. ფორმაში იყოს იმისათვის, რომ ბაზრიდან მომავალს 10-დან ერთი ჩანთის თრევაში მაინც მომეხმაროს;7. ისეთივე სიხშირით იცვლიდეს წინდებს, როგორც საცვლებს;8. მოსწონდეს სადილი ტელევიზორთან;9. ახსოვდეს ჩემი სახელი;10. ხანდახან მაინც იპარსავდეს წვერს.
რა სურთ ქალებს 62 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:

1. არ აშინებდეს პატარა ბავშვებს;2. ახსოვდეს, სად არის სააბაზანო ოთახი;3. ყოველდღიურად ბევრი ფული არ ჭირდებოდეს;4. მთელი ღამე არ ხვრინავდეს;5. ახსოვდეს, რატომ იცინოდა ცოტა ხნის წინ;6. საკმარისად კარგ ფორმაში იყოს იმისთვის, რომ დამოუკიდებლად წამოდგომა შეეძლოს;7. ახსოვდეს, სად შეინახა კბილები; 
რა სურთ ქალებს 72 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:


1. სუნთქავდეს;2. და თუ სუნთქავს... ზუსტად უმიზნებდეს უნიტაზს lol
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 265 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]