მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » ყველაზე დიდი საცურაო აუზი მსოფლიოში.
19:04
ყველაზე დიდი საცურაო აუზი მსოფლიოში.
ჩილეში, კერძოდ ქალაქ Algarrobo_ში არის კურორტი San Alfonso del Mar_ი სადაც მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი საცურაო აუზი. ეს აუზი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი. აუზი გადაჭიმულია 8 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე და მასში წყლის საერთო მოცულობა შეადგენს 250 000 კუბურ მეტრს. აუზის სიგრძე კი ზუსტად 1 კილომეტრია.


წელიწადის დიდი ნაწილის განმავლობაში ოკეანის წყალი ცივია, შესაბამისად მასში ბანაობაც ტურისტებისთვის მოუხერხებელია. ამ აუზში კი მთელი ზაფხულის განმავლობაში წყალს მუდმივად 26 გრადუსამდე ათბობენ 


აუზი იმდენად დიდია რომ მასში თავისუფლად შეიძლება პატარა ნავით გადაადგილება

აუზს 5 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. მის მშენებლობაზე დაიხარჯა 1 მილიარდი დოლარი ხოლო ყოველწლიური ხარჯები აუზის შესანახად დაახლოებით 2 მილიონ დოლარს აღწევს. აუზი აღჭურვილია თანამედროვე საირიგაციო სისტებით რომელიც ავტომატურად იღებს წყალს ოკეანიდან და შემდეგ ფილტრავს მას. ასე ხდება წყლის მუდმივი ცირკულაცია, რათა აუზი მუდმივად სუფთა იყოს. წყალი აუზში იმდენად სუფთაა, რომ შესაძლებელია ფსკერის დანახვა აუზის ყველაზე ღრმა ადგილზეც კი.

კატეგორია: გინესის რეკორდები | ნანახია: 910 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 3

elene
 mec mindaaaaaaaaaaaaaa............ dollar dollar dollar dollar dollar dollar dollar dollar dollar dont dont dont eek eek eek eek eek king king  
   10.03.2011 15:40