ლექსი - 1 აპრილში 2012 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2012 » აპრილი » 1 » ლექსი
14:28
ლექსი

მთაზე ავმაღლდი, ოცნებით სავსე,


მთის სიძლიერით მიცემდა მკერდი,

ჩალის ქუდივით ცა მედო თავზე

და მომყვებოდა ღრუბელი გვერდით.

თვალნათლივ ჩანდა ვარსკვლავი ჩემი

შორით მსუბუქი ღრუბლების მიღმა..

ძალზე ძლიერი,მთრთოლვარე ხელით

თმებში ვარსკვლავებს მაწნავდა ვიღაც.

ცამ ლურჯი სუფრა გაშალა უმალ,

მერე აიღო სავსე კალათა,

ჩამოიარა და უამრავი

ბაჯაღლო ვარდი გადმოალაგა.

ასე.. ვიდექი ოცნებით სავსე,

მთის სიძლიერით მიცემდა მკერდი...

ჩალის ქუდივით ცა მედო თავზე

და მომყვებოდა ღრუბელი გვერდით.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 245 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]