მთავარი » 2010 » ნოემბერი » 5 » ლექსები
14:21
ლექსები


***

 

მე შენ მიყვარხარ და არ მესმის რად მიბრაზდები?
ნუ გგონია რომ მე ოდესმე დამავიწყდები
მე შენ მიყვარხარ ჩემო კარგო ძლიერ მიყვარხარ
და  გევედრები გაიგო რომ ძლიერ მჭირდები!!!
შენმა თვალებმა დამავიწყა ვინ ვარ რა მინდა
რატომ  მოვედი ამ ქყევყანაზე,რად დავიბადე?
მე სიყვარულმა უკვე ბევრჯერ მწარედ მატირა,
გაიგე კარგო მიყვარხარ და არ გიღალატებ !!
შენზე ფიქრებში ბევრი ღამე გამითევია
და ოცნებებში ბევრი ლექსი დამიწერია
მე ცხადში მინდა დავწერო ლექსი ლამაზო შენზე
რომ შეიცვალო წარმოდგენა ძვირფასო ჩემზე
უნდა გაიგო მე შენ მიყვარხარ
რომ შენს თავს არვის დავუთმობ არა!!
უნდა გაიგო რომ წყურვილი მკლავს
მე შენზე კოცნის ძვირფასო მართლა!!..
მართლა დამჩაგრა ცხოვრებამ კარგო
მასწავლა ბევრი : ცუდი და კარგი
და რომ მიყვარხარ უნდა გაიგო
რომ მე არ მინდა უშენოდ თავი..!!!

 





***

 

მე  მიყვარს  ქროლვა  ველური  ქარის,
მე  მიყვარს ია  მტვრიანი შარის,
მე  მიყვარს  თოვლი, მთისა  და  ბარის,
მე მიყვარს, როცა  ცაზე  მზე  არის,

 

 

მე  მიყვარს  ხიდან  ფოთლების ცვენა,
მე  მიყვარს  სიო, ქვენა და ზენა,
მე  მიყვარს  ცრემლის  თვალიდან  დენა,
მე  მიყვარს ცაში  ოცნებით ფრანა,

 

 

მე  მიყვარს  მთვარე, თეთრი  და  მშვიდი,
მე  მიყვარს  მტკვარი  და  მასზე  ხიდი,
მე  მიყვარს წინ  რომ  დრო  არის  დიდი,
მე  მიყვარს  ყიდვა, არაფერს  ვყიდი,

 

 

მიყვარს  ოცნება  და  სიტყვა  ,,ნეტა”,
მიყვარს   ცხოვრების ალფა  და  ბეტა,
მიყვარს  სიცოცხე  განედად, გრძედად,
თუმც  შენ  მიყვარხა  ყველაზე  მეტად

 

როცა მოვკვდები, იტირებენ, ვიცი, ჩემები.
როცა მოვკვდები ყველას უცხოდ მოგეჩვენებით,
ხელს ვერ შემახებთ, სიცივისგან დაიბინდებით,
ჩემი ერთგული მეგობრებიც კი შეშინდებით.
მერე ამოხვალ ამომიტან ლამაზ ყვავილებს
სხვის დღეობაზე შესანდობარს ჩუმად დამილევ,
თუ მომიგონებ მხიარული, ლაღი ფიქრებით
ქვეყნად ყველაზე ბედნიერი მკვდარი ვიქნები
და როცა ასწევ ღვინით სავსე თიხის ფიალას
გულჩათხორბილი დაგუბებულ სევდას გზას მისცემ.
ხმაგაბზარული ჩუმად იტყვი ჩემს შესანდობარს,
სხვის დასანახად ნუ იტირებ, ჩემს თავს გაფიცებ.
ყაყაჩო დარგე, ეს ნიშანი გაზაფხულისა,
რადგან ფერს მისცემს მაგ საფლავის უფერულ ლოდებს,
ვარდები დარგე მოციმციმე თეთრი ფურცლითა,
რადგან ბულბული ვარდის ტოტზე მოთქვამს და გოდებს.
არ დაგავიწყდეს ია, ნაზი იასამანი,
ორქიდეები, ასტრები და ქრიზანთემები,
სხვას ნუ ენდობი, ყვავილები ვიცი რომ გიყვარს
მიუალერსე ისე თითქოს მე მეფერები.
როცა მოვკვდები, არ დაღვარო ბევრი ცრემლები,
გაიფიქრე რომ შენი ცრემლი ცოცხალს არ მახსოვს,
არ მომაკარო შენი თბილი, სათნო ხელები,
შენს გულს რომ ვიგრძნობ ჩემთან ახლოს, ისიც გამათბობს.
მნახე და უცებ გატრიალდი აღარ მიტირო,
ვიცი დარდით და მწუხადებით სხვას ვერ წაბაძავ,
თუ სიცოცხლეში მონატრებამ მომიღო ბოლო
მკვდარს მაინც შენი სიახლოვით ნუღარ დამტანჯავ…

ფრაზიდანფრაზამდე


ფრაზიდან ფრაზამდე ისე გადავდივარ,
ბგერიდან ბგერამდე შენს სახელს ვღიღინებ.
წვიმიდან თეთრ თოვლში ისე გავდივარ,
ყვითელი ფერიდან, შიგ ზღვაში ჩავდივარ.

დილიდან ღამემდე ცარიელ ქალაქში,
დავდივარ ქუჩიდან უცნობ უბნამდე.
ფოთლიდან ფოთლამდე, სახლიდან სახლამდე,
ყოველდღე, ყოველწამს, ცარიელ ქუჩაში.

ფრაზიდან სიტყვამდე მუდამ ვღიღინებ,
ნაჩუქარ მუსიკას შენიდან ჩემამდე.
დავდივარ ქუჩიდან უცნობ უბნამდე,
ფოთლიდან ფოთლამდე, სახლიდან სახლამდე.

სიტყვიდან სულამდე იძვრის ოცნება.
გულიდან ტვინამდე ადის სისხლდენა.
ბგერიდან ბგერამდე, სიტყვიდან სიტყვამდე,
ქარიდან ღრუბლამდე, წვიმიდან სეტყვამდე.

ფიქრებში იმდნად მოვდივარ შენამდე,
ზამთრიდან თოვლამდე, თოვლიდან კვირტამდე.
ფრაზიდან ფრაზამდე. ბგერიდან ბგერამდე.
ყვითელი ფერიდან შიგ ზღვაში ჩავდივარ.

 

 

 

გაიღიმე


შეგიძლია ერთხელ მაინც გაიღიმო?
წამით ცრემლი მაგ სახიდან აირიდო,
სევდა სადღაც სანაგვეზე გადააგდო
ღიმილისგან ნაოჭები არ დამალო,

 

ცას ახედო და ღრუბლები გადაშალო
მზის სხივებმა შენთან ერთად გაანათონ,
ცხოვრებაში აღარასდროს არ იტირო
შეგიძლია ერთხელ მაინც გაიღიმო ?
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1082 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]