მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 28 » "კიბოს წამალი გამოგონილია"
22:49
"კიბოს წამალი გამოგონილია"


ამ სათაურით დაიბეჭდია დიდი ინტერვიუ გაზეთ "ქრონიკაში". პრეპარატის ავტორად ასახელებენ ქართველ კაცს– დომენტი გაგნიძეს. შეიზლება ვინმეს თვითონ ამბავი მოეჩვენოს გამოგონილად, მაგრამ არგუმენტად მოყვანილია 1984 წლის სამედიცინო დასკვნა, სადაც წერია, რომ დომენტი გაგნიძეს დაუდგინდა "სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე 4–ე სტადიაზე". ეს ადამიანი დღესაც ცოცხალია და ჯანმრთელი. მან თვითონ შექმნა პრეპარატი "გაგენოლი" მცენარეებისგან, რომელიც შლის კიბოს მეტასტაზებს. მან უკვე რამდენიმე ადამიანი განკურნა. ინეტერვიუში ამბობს, რომ უცხოეთიდან იყვნენ ჩამოსულები და ფორმულის სანაცვლოდ 500 მილიონი ევრო (!) შესთავაზე, რაზეც მან უარი განუცხადა. ამჟამად პრეპარატი გამოცდას გადის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, რის შემდეგაც პრეპარატის ავტორის კანდიდატურა გადაიგზავნება ნობელის პრემიაზე.

ინტერვიუს ბოლოს მოყვანილიაცნობილი ნობელიანტის– ფასბაინდერის ციტატა: "კიბოს პრეპარატი XXI-ე საუკუნეში შეიქმნება კავკასიაში და მისი ავტორი ექიმი არ იქნება. მისი ავტორი ის იქნება, რომელსაც თავად დაავადების დასახელება და სპეციფიკა ხეირიანადაც არ ეცდინება. ეს იქნება სილის გაწვნა მედიცინისთვის და ეს იქნება შვება კაცობრიობისთვის!"

ინტერვიუ ეხლა წავიკითხე და გაოგნებული ვარ, სამედიცინო რევოლუცია მოახლოებულა და ვერც გაგვიგია.
ვინმემ იცით რაიმე ამ ადამიანის შესახებ?








კატეგორია: ამბები | ნანახია: 1134 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

 ravi aba  
   15.01.2011 12:00