მთავარი » 2011 » მაისი » 12 » Internet
11:11
Internet

რას გვიშვება ეს ნეტი am

ინტერნეტი - ალბათ არავინ უარყოფს, რომ ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომ მის გარეშე კომპიუტერთან დაჯდომა უინტერესოა და დღეს კომპიუტერს დასახატად თუ ვიდეო თამაშებისთვის (რომლებიც ინტერნეტშიც მრავლადაა) აღარავინ იყენებს. საინტერესოა გვეგონა კი ყოველთვის, რომ ფეისბუკი ჩვენთვის ყველაზე სასურველი და ყოვლისმომცველი საიტი იყო? რომელ გვერდებს ვსტუმრობდით წლების წინ? thinking ''ადნაკლასნიკი'', სადაც თავდაპირველად სულაც არ მედო ფოტოები. უბრალოდ დავრეგისტრირდი და ჩემი ჭკუით ხალხს ვაბრაზებდი, რადგან 1 ქულებს ვუწერდი ხოლმე. devil (თვითონ ვერმიწერდნენ, სურათის მაგვარი არაფერი მედო და რას იზამდნენ?!). შემდეგ მომინდა ფოტოების ატვირთვადა ახლა ამ საიტზეც როგორც უწინ ველოდი კომენტარებს და შემდეგ გულითად მადლობას გადავუხდიდი ხოლმე. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობრების უმეტესობას სურათებზე 5+ ჰქონდა. მამაჩემს შევჩივლე მეც მინდა 5+ -მეთქი და ჩემს ფოტოებზე 5+ - ებისწერით გაკოტრდა მე მგონი საწყალი კაცი.  ამის შემდეგ იყო ''ფეისბუკი'',უფროსწორად ''Pet Society'' (ქართულად კატებს ეძახდნენ ხოლმე). ახლა, რომმახსენდება რა მჭირდა ჩემს ფეთზე! ყოველდღე ვასუფთავებდი, ვაჭმევდი, მეგობრებთანდამყავდა, სახლსვუწყობდი!  poolparty მახსოვს, ორშაბათობით ახალი კოლექცია იყო ხოლმე და ჩემს ფეთს პირველს ეცვა ნაირ-ნაირი''ნარიადები''. ისეთ კომფორტში მყავდა, ინატროს ნებისმიერმა მილიონერმა!mmm მოგეხსენებათ, ნელ-ნელა ფეთს დონეები, ე.წ ''ლეველები'' ეცვლებოდა და რის ვაი ვაგლახით ავდიოდით ზედა ლეველებზე. შემდეგ ავდექი და ''იუთუბზე'' მოვიძიე ლეველების გატეხვა და თუ არ ვცდები 30 ლეველიდან ჩემი საყვარელი კატა 47-ე ლეველზე გადავახტუნე. (როგორმიხაროდა, თქვენ ხომ არ იცით! party )   გადიოდა დრო, ნელ-ნელა ჩემი ფეთი ემშვიდობებოდა სიმდიდრესა და კომფორტს და მეც მასთან ურთიერთობა ძალიან მბეზრდებოდა. ბოლოს, თვეში ერთი-ორჯერ თუ ვესტუმრებოდი და ისიც საწყლად, 
ბუზებ დასეული და მშიერი მხვდებოდა. ამის შემდეგ მე უკვე არა ''Pet Society''-სთვის, არამედ ნამდვილადფეისბუკისთვის ვჯდებოდი კომპიუტერთან. ავტვირთე ფოტოები, გავაკეთე ალბომები, დავიწყე სტატუსებისწერა და მოკლედ ''ფეისბუკის'' აქტიური მომხმარებელი გავხდი. nerd 

ახლა ვაცნობიერებ, რომ ფეისბუკი ნამდვილად ნარკოტიკია! კარგია, რომ ჯერ ყოველთვის ჩემ საქმეს ვამთავრებ და შემდეგ ვიწყებ ''ფეისბუკით'' გართობას, თუმცა კარგი იქნებოდა ასეთი ჩამთრევი, რომ არ იყოს! მით უმეტეს, რომ ყველას არ შეუძლია ჯერ საკუთარი საქმე მოითავოს და მერე დაიწყოს გართობა.  

(dakopirebulia magram ar maxsovs romeli saitidan smile )

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 565 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]