GTA-ს ისტორია - 9 იანვარს 2012 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2012 » იანვარი » 9 » GTA-ს ისტორია
15:35
GTA-ს ისტორია

GTA-ს ისტორია

Grand Theft Auto - დასაწყისი

28 თებერვალი 1998 წელი, ამ დღემ სამუდამოდ შეცვალა ვიდეოთამაშების ისტორია,
მაგრამ უნდა გასულიყო 3 წელი, სანამ GTA-ზე დაიწყებდნენ სერიოზულად ლაპარაკს.
სწორედ ამ დღეს გამოვიდა Grand Theft Auto - PC-ზე და მოგვიანებით PlayStation-ზე.
GTA-ის პოპულარობა დრო და დრო სულ უფრო იზრდებოდა, GTA-მ შეძლო გამოეჩინა
ყველაფერი, შენობები, ობიექტები და გზები, დიდი თავისუფლება მთელი ქალაქის სანახავად,
დიდი არჩევანი ტრანსპორტის და მუსიკის არჩევაში. ქალაქი იყო დაყოფილი სამ დიდ ნაწილად:
Liberty City, Vice city და რაღა თქმა უნდა San Andreas.

GTA-ს სამყაროში შეგეძლო გეკეთებინა ის რასაც შენ მოისურვებდი, შეგეძლო შეგესრულებინა
საინტერესო მისიები, შეგეძლო მიგეფურთხებინა კანონებისთვის, გევლო მოპარული მანქანით
და არ მიგექცია ყურადღება გადასასვლელ გზებს, შეგეძლო დაფლობოდი იარაღს და ხალხი
დაგეხოცა, შენ კი ამ მხიარული გართობით იშოვიდი უამრავ ფულს. ამ წელსვე პირველად დაიწყო
გამოჩენა 3D თამაშებმა, მაგრამ კომპანია DMA-მ გადაწყვიტა წასულიყო ნაცნობი გზით - GTA იყო
მთლიანად ორგანზომილებიანი, სადღაც ცაში ვირტუალური კამერით. ძლიერი Gameplay,
იუმორი და არცისე ცუდი სიუჟეტი შეუყვარდათ ბევრ მოთამაშეს და საერთო თხოვნით
29 აპრილს 1999 წელს კომპანია DMA-მ გამოუშვა PC-ზე და PlayStation-ზე დამატება: GTA: London 1969.
თამაშის მოქმედება ბრუნდება ძველი დროის ინგლისში. დამატება შეიცავდა 30-თ ახალ მისიას
ამდენივე ახალ ტრანსპორტს და რაღა თქმა უნდა ახალ Soundtrack-ს იმ დროის სტილში.

GTA - 2

GTA - გახდა მოთამაშეებისთვის ჰიტი და DMA-ს არ შეეძლო არ გამოეშვა გაგრძელება,
რომელიც გამოჩნდა 29 ოკტომბერს 1999 წელს PC-ზე და PlayStation-ზე. GTA 2-მა
აიღო ცნობილი Gameplay თავისი პატარა ძმისგან, საგრძნობლად გაზარდა ხელოვნური
ინტელექტი და დაეუფლა სრულიად ახალ და საინტერესო სიუჟეტს. თამაშის მოქმედება
გაემართა არცისე შორეულ მომავალში, თამასში არის შვიდი განსხვავებული ხულიგნების
დაჯგუფება, რომლებიც იბრძვიან ქალაქში გამეფებისთვის. თამაშში შეგიძლია მიიღო
ბანდიტების მეთაურისგან მისიები, ან შეგიძლია უბრალოდ ისეირნოთ ქალაქში,

შემქმნელებს როგორც ადრე არ სურდათ გაეკეთებინათ GTA-ს სამყარო სამგანზომილებიანი,
მოთამაშეს კი შეეძლო ისევ ისე მაღლიდან ეყურებინა თამაშისთვის. თამაშის გრაფიკამ
განიცადა ცვლილება და გახდა ოდნავ უკეთესი ვიდრე ორიგინალი GTA. 2000 წელს GTA 2
იყო გამოშვებული იქნა ასევე "DreamCast"-ზეც. თამაში კარგად იყიდებოდა და თაყვანისმცემლების
არმია უფრო და უფრო იზრდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა ეს არაფერი არ იყო სრულიად ახალ ჰიტ-თან
არაჩვეულებრივ და ასევე საშინელ GTA III-თან.

GTA III

მოვიდა ერა სამგანზომილებიანი თამაშების ახალი თაობის კონსოლის გამოსვლით.
ეს აღმოჩენა არ გამორჩათ შემქმნელებს კომპანია DMA-ს (შტატი რომელიც იყო საგრძნობლად
განახლებული და კომპანიამ გადაირქვა სახელი - Rockstar). მონატრებული თამაშის რეალიზი
Playstation 2-ზე გაიმართა 23 ოქტომბერს 2001 წელს (რეალიზი იყო გადადებული 11 სექტემბრის
New York-ის ტრაგედიის გამო, რადგან თამაშს შეეძლო ხალხში ნეგატიური რეაქცია გამოეწვია).
PC-ზე თამაში იყო გამოშვებული 21 მაისს 2002 წელს. მთლიანად სამგანზომილებიანი სამყარო,
კიდევ დიდი თავისუფლება გარშემო მყოფი სამყაროს სანახავად, უზარმაზარი არჩევანი ტრანსპორტისა
და იარაღების, ძალიან საინტერესო სიუჟეტი და საინტერესო პერსონაჟი. ამ ყველაფერიმა
თამაშს დიდი პოპულარობა მოუტანა, თამაში ძალიან კარგად იყიდებოდა და რეკორდიც დაამყარა
PS2-ზე გაყიდვების რაოდენობაში. ბევრი მოთამაშე გადიოდნენ თამაშს თვეები, დამატებითი მისიების
შესრულებით და ბევრი საინტერესო ადგილების ძებნით უზარმაზარ ქალაქ Liberty City-ში.

კიდევ ერთი არცისე საჭირო ფაქტორი რომელმაც იმოქმედა თამაშზე იყო ის რომ მოთამაშეს
შეეძლო PC-ზე შეეცვალა ბევრი პარამეტრები და ისე გაეკეთებინა როგორც მოთამაშეს სურდა.
გამოჩნდა უზარმაზი რაოდენობის თაყვანისმცემელთა საიტები საიდანაც მოთამაშეს შეეძლო
გადაეწერა უამრავი ტრანსპორტის მოდელები და მოდიფიკაციები, კიდევ ფაილები რომლებიც
ცვლიდნენ გარე სამყაროს.

წყარო: http://images.wikia.com/gtawiki/images/8/85/GTA_Logo.gif

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 198 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]