მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » გეოგრაფიული რეკორდები ...
19:07
გეოგრაფიული რეკორდები ...

სურათები ვერ დავდე მაგრამ მაინც წაიკითხეთ, გაიღრმავეთ ცოდნა.

გეოგრაფიულ „რეკორდებში" წარმოდგენილია ისეთი გეოგრაფიული ობიექტი ან მოვლენა, რომლებიც გამოირჩევა თავისი მაშტაბურობით, განუმეორებლობით. მათ შორისაა:


ჩერაპუნჯა - ველაზე ტენიანი ადგილი მსოფლიოში. ეს დასახლებული პუნქტი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. აქ ნალექების წლიური რაოდენობა აღწევს 12000 მმ-ს.


ატაკამას უდაბნო - ყველაზე მშრალი ადგილო მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. აქ ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 2 მმ-ს, ზოგჯერ წვიმა რამდენიმე წელიწადსაც არ მოდის.


ქალაქ ტრიპოლის მიდამოები - ყველაზე ცხელი ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, ლიბიაში. აქ 1922 წლის 13 სექტემბერს ჩრდილში აღირიცხა +58 გრადუსი ჰაერის ტემპერატურა.


ოიმიაკონის ღრმული - ყველაზე ცივი ადგილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მდებარეობს იაკუტიაში, რუსეთში, მდ. ინდიგირკას აუზში. აქ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის -50 გრადუსს, ხოლო აბსოლიტური მინიმუმი -70 გრადუსამდე ეცემა. მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა აღირიცხა ანტარქტიდაში, სადგურ ვოსტოკზე -89,2 გრადუსი.


ანხელი - ყველაზე დიდი ჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში. მისი ვარდნის სიმაღლეა 979 მეტრი.


სტორმბოლი - ყველაზე აქტიური ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს იტალიაში, ტირენის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა კუნძულ სტომბოლზე. იგი მუდმივად იფრქვევა.


აკონკაგუა - ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს არგენტინაში, ანდების მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 6960 მ.


გრენლანდია - ყველაზე დიდი კუნძული მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილო ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებში. მისი ფართობია 2176 კმ².


არაბეთის ნახევარკუნძული - ყველაზე დიდი ნახევარკუნძული მსოფლიოში. მდებარეობს აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 3 მლნ. კმ²-ს აღწევს.


მარიანის ღრმული - ყველაზე ღრმა ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში. მისი სიღრმე უდრის 11 022 მეტრს.


ჯომოლუნგმა ანუ ევერესტი - ყველაზე მაღალი მწვერვალი მსოფლიოში. მდებარეობს ჰიმალაის მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 8848 მეტრი. ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში, პლანეტა მარსზეა - მთა ოლიმპი - მისი სიმაღლე 26 400 მეტრს აღწევს.
კატეგორია: გინესის რეკორდები | ნანახია: 570 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]