გარჩევა - 12 ნოემბერში 2011 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » გარჩევა
11:12
გარჩევა
არაორიგინალური გარჩევა 

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ-ერთ ვიდეო პორტალზე გუესტმა, ვინმე Evt’ex-მა, იუზერის დას, ვინმე Pacacuna12-ს მისწერა, რომ ძალიან ცუდი კალიგრაფია ჰქონდა და მის კომენტარებს ვერ კითხულობდა… 
Pacacuna12 თავმოყვარე გოგონა და იუზერის და იყო. იგი თავზე ერთ Trojan-საც არ დაისვამდა. ამიტომაც გადაწყვიტა თავისი ძმისთვის მიემართა, რათა მას თავხედი ევტექსასთვის (ზედმეტსახელად – ევტიხი) ჭკუა ესწავლებინა. 

Pacacuna12-ის ძმა, იუზერი, ვინმე Vertikala__ , იუზერთა სიაში ბოლოდან მე-15 იყო და შეკითხვაზე, იუზერობა ერჩივნა, თუ ტორტი, ყოველთვის ტორტს პასუხობდა (თუ რატომ, გეცოდინებათ ალბათ.)… მოკლედ, ვერტიკალამ (ზედმეტსახელად - მბრუნვადი) გადაწყვიტა უზრდელი Evt’ex-ისათვის ჭკუა ესწავლებინა, და საქმეში რამდენიმე მისნაირი სტატუსის მქონე პიროვნება და ერთი სული ედიტორიც ჩარია…

თავი დავანებოთ დანარჩენ იუზერებს და მოკლედ გავეცნოთ ედიტორს, რომელიც ვებ-სამყაროში Shlangue-ს სახელით იყო ცნობილი. Shlangue-მ სახელი იმით გაითქვა, რომ მაუსებს დასდევდა და ვორნებს გაურბოდა, ამასთან, პროვაიდერების პაძელნიკი და მოდერატორების პატარა კომპანიონი, ე.წ. "ძმა” იყო… Shlangue ძალიან შეაწუხა პატარა, ასევე ე.წ. "ბრატ"-ის გაჭირვებამ და რადგანაც თავად ადმინური ცინკის გამო მოუცლელი იყო, გადაწყვიტა მის მაგიერ მარკეტში (ე.წ. "ბაზარი") თავისი მაზერბორდის (ე.წ. "ტრუსიკი") ძმაკაცი, ასევე სტატუსით ედიტორი, ვინმე BuqmarQa_16234424 ჩარია.

თავად ბუქმარქა ისპალნიწელი პერსონა იყო, თუმცა მისი ძმაკაცები გემოვნებას, უჩიოდნენ, ვინაიდან ასეთი ფხლენჯი ნიკი (ე.წ. "კლიჩკა")საძმოში არავის ერქვა…

ჩვენ უკვე გავიგეთ, თუ რა ხდებოდა Vertikala__-ს საძმოში, მას შემდეგ რაც, ამ უკანასკნელმა თავხედ ევტიხას სკაიპის group conversation-ის დრო დაუნიშნა…
კონვერსაცია, როგორც ადმინურს შეეფერებოდა, ნეიტრალურ ჩათ-რუმში დაიგეგმა…

ახლა დროა გავიგოთ, თუ როგორ ემზადებოდა მარკეტისათვის თავად Evt’ex-ი, რომელიც სულაც არ აპირებდა დათმობაზე წასვლას… იგი დაუკავშირდა ვინმე Loon.Dr.Dre-ს, რომელიც, მართალია, მარკეტში გამჭრიახობით არ გამოირჩეოდა, თუმცა შესანიშნავად რითმავდა, ასევე კარგად ეხერხებოდა ჯოხიანი სმაილის წერა და ლამერებისთვის ემანეიდან ფულის ახევა…

Loon.Dr.Dre–მ, თავის მხრივ, კარგად იცოდა, რომ მარტო, თავისი თავბრუდამხვევი რითმების ამარა BuqmarQa_16234424–სთან ვერაფერს გახდებოდა, ამიტომაც საჭიროდ მიიჩნია საკუთარი უფროსი (ე.წ. "ვზროსლი") ძმის, და სტატუსით სისტემ ოპერატორის, ვინმე DamaKhta..022-ისათვის საქმის ვითარება გაეცნო… არ იფიქროთ, რომ DamaKhta..022-ი თავისი ნიკის გამო ვორნებთან თანამშრომლობდა, არა, იგი ამით გზას უბნევდა სტატუსით ბან ადამიანებს…

მოკლედ, საბოლოო ჯამში, როგორც ადმინურ ცინკს შეეფერებოდა ჩათ-რუმში ზარი გაისმა და საკუთარი მცირე კომპანიონების სახელით (ე.წ. "პატარა ძმები”) ერთმანეთს დაუკავშირდნენ BuqmarQa_16234424 და DamaKhta..022. მარკეტი მშვიდად მიმდინარეობდა, როდესაც შემთხვევით, Vertikala__ -მ BANDIT სმაილი დახატა. ამ მუქარით აღშფოთდა DamaKhta..022 და საქმე ადმინთან აიტანა…

ადმინი, ზედმეტსახელად Phar-Shevarda, მთელ შავ ვებ-სამყაროში იყო ცნობილი თავისი B-) სმაილებითა და სახეზე ინდაურისგან დატოვებული ვორნული შრამით…. 

მოკლედ საუბარი შედგა ადმინ Phar-Shevarda-სა და BuqmarQa_16234424-ს შორის, რა თქმა უნდა ფეისბუქის მოწყობილ გრუპ-ჩათში (ე.წ. "სხოდკა"). დიდი დავისა და ბჭობის შედეგად დადგინდა, რომ Evt’ex ვერ შეძლებდა გაერჩია Pacacuna12-ის კალიგრაფია, რადგან ყველა კომენტარი ერთი შრიფტით იწერება. აქედან გამომდინარე ევტიხა გავორნდა და Phar-Shevarda-სგან ორი ცალი მოჩხუბარი სმაილი გაეგზავნა მაილსა და სკაიპზე…
კატეგორია: კურიოზები | ნანახია: 256 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]