დეპრესია გარდატეხის ასაკში - 17 ნოემბერში 2011 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 17 » დეპრესია გარდატეხის ასაკში
11:20
დეპრესია გარდატეხის ასაკში

ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.

16:27 / 04-04-2011
ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.

საინტერესოა, რა აძლევს ადამიანთა ნაწილს ძალასა და ენერგიას უმტკივნეულოდ გადალახოს ცხოვრებისეული პრობლემები, მაშინ როდესაც უმრავლესობა უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც კი უდიდეს ბარიკადად აღიქვამს და პრობლემათა ხლართებში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს.

რატომ არსებობენ წარმატებულნი და წარუმატებელნი? აღმოჩნდა, რომ ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.

მოზარდები მუდმივად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, ამიტომ ხშირად თავს უბედურად აღიქვამენ. ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი ფსიქოლოგი დაკვირვებული და ჭკვიანი მშობელია.

უფროსმა ადამიანმა იცის, რომ იმედგაცრუება ცხოვრებისეული, თანაც ხშირი და გარდაუვალი მოვლენაა, ეს ცოდნა მას გამოცდილებამ მოუტანა, მოზარდები კი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ყოველგვარ წინააღმდეგობას, ასე ჰგონიათ, რომ ერთი წაბორძიკებით ყველაფერი თავზე ემსხვრევათ.

მათ არაფერი იციან იმის შესახებ, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, გამოსავლის მოძებნაში კი ისევ და ისევ მშობელი უნდა დაეხმაროს, როგორ? ძალიან უბრალოდ, საკუთარ მაგალითზე:

1. ნურასოდეს ჩავარდებით პანიკაში. დაიმახსოვრეთ! აფორიაქება, ისევე როგორც სიმშვიდე, გადამდებია.

2. მოზარდის უხეშობა არ მიიღოთ პირად შეურაცხყოფად, იცოდეთ ის ზოგადად არის გაღიზიანებული.

3. შეეშვით კრიტიკას, პირიქით_ უთხარით, რომ შეცდომები თქვენც ხშირად მოგდით.

4. დაინტერესდით მისი ცხოვრებით ისე, რომ მას გაუჩნდეს სურვილი თავად გიამბოთ ყველაფერი.

5. აგრძნობინეთ თქვენი თანადგომა ნებისმიერ სიტუაციაში, არასოდეს გაამტყუნოთ სხვების თანდასწრებით.

6. ხშირად უთხარით, თუ როგორ გიყვართ იგი.

აფორიზმები მოზარდებზე

მოზარდი, ეს არის არსებაა, რომელსაც დიდი ცოდნა აქვს მიღებული სკოლის გარეთ. (მარსელინ კოკსი)

მოზარდები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ატერორებენ მოზრდილები, ხოლო მოზრდილები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ატერორებენ მოზარდები. (რობერტ ორბენი)

თუკი მოზარდს არ აღიქვამენ სერიოზულად, ის იქცევა, როგორც პატარა, ურჩი ბავშვი. (ალფრედ ნიუმენი)

ბუნება გვაძლევს თორმეტ წელს, რათა შევიყვაროთ ჩვენი შვილები, სანამ ისინი გახდებიან მოზარდები. (უილიამ კალვინი)

მოზარდებმა არ იციან, რომ ერთ მშვენიერ დღესაც მათაც ისეთივე მწირი ინფორმაცია ექნებათ ცხოვრების შესახებ, როგორც მათ მშობლებს. (რიჩარდ უოლდერი)

თუკი მეოცე საუკუნეში ეშინოდათ სერიული მკვლელების, ოცდამეერთე საუკუნეში ეშინიათ ჩვენი. (მოზარდი)

პატარა შვილები თავის ტკივილია, დიდი შვილები გულისტკივილია. (იტალიური ანდაზა)

საუკეთესო საშუალება შვილების სახლში ,,დასაბმელად" სასიამოვნო ატმოსფეროა. (დოროთი პარკერი)

თუკი არ გეკითხებათ, საიდან გაჩნდა და არ გეუბნებათ სად მიდის, ესე იგი თქვენი შვილი მოზარდია. (უცნობი ავტორი)

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 140 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]