ბერმუდის სამკუთხედის კონკურენტები - 5 აგვისტოში 2011 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » ბერმუდის სამკუთხედის კონკურენტები
11:44
ბერმუდის სამკუთხედის კონკურენტები

10.პრეიზერის ზონა,რომელიც განლაგებულია კალიფორნიაში,ქალაქ სანტა-კრუსში.კომპასი ამ ზონაში საკმაოდ უცნაურად იქცევა.როდესაც იგი დედამიწიდან 1 მეტრითაა დაშორებული,ყველა მხარეს სწორად აჩვენებს..საკმარისია იგი ცოტა დაბლა დავუშვათ,რომ ისარი 180 გრადუსით მობრუნდება.
9.ვერცხლის ჭები,განლაგებულია რესფოში,სირიაში.იქ წყალი დიდი ხნის წინ გაქრა.ჭების სიღრმე არავინ დანამდვილებით არ იცის.თუ ღამით დაბინძურებული წყლით ვედროს ჩაუშვებთ ამ ჭებში,დილით იგი სუფთა იქნება,თან ძალიანაც გემრიელი.8.როდესაც ადამიანი აძვრება მთა ჯებელ-ნაკუნგზე,წითელი ზღვის ნაპირზე რომ მდებარეობს,ქვიშა ფეხქვეშ "კვნესას” იწყებს…ამის ახსნა მეცნიერებს არ შეუძლიათ.7.ტონგას კარიბჭეები,პოლინეზიაში,წარმოადგენენ 5მეტრიან ბლოკებს,რომლებიც შედგენილია რუსული "П” ასოს მსგავსად.ისინი პალმების "ტყის” შუაგულშია.ყოველი ბლოკი დაახლოებით 200 ტონას იწონის.მათი დამუშავების წლებია- 200 წელი,ჩვენს წელთაღრიცხვამდე.6.ტანზანიურ სოფელში,ლეტოლში,1977 წელს პალეონთოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ადამიანის ნაკვალევი,რომელიც 4 მლნ. წლის წინათ არის დატოვებული,როდესაც ადამიანის წინაპრებს უბრალოდ არ შეეძლოთ მსგავსი ნაკვალევის დატოვება.ამ ნაკვალევების ნახვა ტურისტებისთვის ნებადართულია.5.რობოზერო- ადგილი,სადაც 1668 წელს ადგილობრივი ხალხი აკვირდებოდა უცნაურ მოვლენას,ცეცხლის ძალიან დიდი ბურთი ჰაერში მანევრირებდა.ის იცვლიდა მდგომარეობას,მდებარეობას და აღნაგობას.4.ბრუზალეს ობიექტი,ვილნიუსის ჩრდილოეთ ნაწილში,წარმოადგენს მდელოს სადაც ძალიან მაღალი ნაძვებია.ანომალიურ ადგილად აქ მიიჩნევა ორი "ლაქა” დიამეტრით სადღაც 3 მეტრი.ერთ ადგილას ხალხი გრძნობს აღმავალ ენერგეტიკულ დინებას,ხოლო მეორე ადგილას ისინი გრძნობენ დედამიწის გადამეტებულ მიზიდულობას.3.ვოგლოგრადის რეგიონში ამაღლებული ადგილი,ლურჯი მთა(293მეტრი),ყოველთვის იზიდავს თავისთან ჭექა-ქუხილის ღრუბლებს და ელვას,რომელიც ადამიანებზე და ცხოველბზე ცუდად მოქმედებს.იქ ხანდახან ძრავა უფუჭდება მანქანებს და გაფრენილ თვითმფრინავებს.2.ხეიჩჟუ,ჩინეთის პროვინციაში იმითაა განთქმული,რომ 1 წელიც კი არ გადის ისე,იქ რომ არ დაიკარგოს ადამიანი.ხელსაწყოებმა დააფიქსირეს მოწამლული ჰაერის გამონაყოფები,იქ სადაც დედამიწა გაბზარულია.1.ბარსაკალმესის კუნძულზე,რომელიც მდებარეობს არალის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით,მემგონი ყველაზე ბევრი ლეგენდა არსებობს,რომლებიც დაკავშირებულია ანომალიურ შემთხვევებთან,ფიზიკური დროის ცვალებადობასთან.ადგილობრივი მაცხოვრებლები ირწმუნებიან,რომ წინა საუკუნეებში გაქცეულები,რომლებიც კუნძულზე სულ რამოდენიმე წელიწადს იმყოფებოდნენ,ბრუნდებოდნენ თავის დაბერებულ ახლობლებთან…ათწლეულების შემდეგ!
კატეგორია: იცით თუ არა რომ? | ნანახია: 287 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]