ანეკდოტები - 25 აგვისტოში 2011 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2011 » აგვისტო » 25 » ანეკდოტები
10:34
ანეკდოტები

– გათხოვებას რომ აპირებ, ბორშჩის გაკეთება მაინც თუ იცი? – ეკითხება დედა ქალიშვილს.
– ვიცი, აბა არ ვიცი?!
– აბა, რა არის საჭირო ბორშჩისათვის?
– მშიერი ქმარი.

* * *

ავადმყოფი საოპერაციოდ მოამზადეს. ქირურგმა სკალპელი მოიმარჯვა.
– არ გაჭრა, ექიმო, არ გაჭრა! – შემორბის ასისტენტი, – ოპერაციისთვის სერიოზული უკუჩვენება აღმოაჩნდა.
– რა უკუჩვენება?
– თურმე მთელი ღამე აბოდებდა, კაპიკი ფული არ მაქვსო.

* * *

– ქალო, რა გვაქვს საუზმედ
– სოიას სუპი.
– სადილად?
– სოიას ჩაშუშული
– ვახშმად?
– კატლეტი
– ვაშააა
– …სოიასი.

* * *

– ან ფული, ან სული! – გადმოუხტა გურულს მძარცველი.
– სა მაქ, ბიძია, ფული და აი ჩემი სული წეიღე, თუ გინდა და თუ რამეში გამოგადგება.

* * *

– თევზები მართლა არ ლაპარაკობენ?
– რა თქმა უნდა, არ ლაპარაკობენ, მხოლოდ შიშხინებენ მაღალ ტემპერატურაზე.

* * *

– შენ, რა, კლარნეტზე აღარ უკრავ?
– არა, მეზობელს თოფი უყიდია.

* * *

კირილემ გონება დაკარგა და ქუჩაში გაიშხლართა. შემოეხვია ხალხი.

– წყალი, წყალი დაალევინეთ! – იყვირა ერთმა.
– წყალი კი არა, ერთი ჭიქა კონიაკი უშველის მაგას, – თქვა ლოთმა კოწიამ.
– დოუჯერეთ კოწიას, – ამოილუღლუღა კირილემ.

* * *

– თქვენთან სიგარეტის ღერები არ იყიდება?
– არა.
– მომეცით, რა, ღერები!
– ჯანდაბას, გავხსნი ერთ კოლოფს. რამდენი ღერი გინდათ?
– ოცი.

* * *

– ქალო, – ეუბნება მეზობელი ავადმყოფ მაყვალას, – ასე ცუდად რავა ხარ, ლოგინიდან რომ ვერ დგები?
– იმიზა არ ვდგები, რომ ჩემი ლოთი ქმარი ამ ლოგინსაც გამიყიდის.

* * *

ზანგი მაიმუნს ასეირნებდა და გაექცა. მისდევს ყვირილით
– რა თავხედი ბავშვები იზრდებიან ამ ბოლოს, – ბუტბუტებს გამვლელი, – შეხედე, კი არ უჯერებს მამას, ვითომ არ ესმის.

* * *

– ალო, ქეთინოს სთხოვეთ.
– ქეთინო სახლში არ არის, ხუთი წუთის წინ სამშობიაროში წაიყვანეს.
– კაი, კაცო, რა მოუვიდა?!

* * *

– ჩემი საქმრო საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ ხუთი წლით და ყოველ თვეში მიგზავნიდა ბანდეროლებს
– მერე?

– მერე იმ ფოსტალიონს გავყევი, რომელსაც ბანდეროლები მოჰქონდა… გაწყდა კაცი წელში. იცი, რა მძიმე ბანდეროლები იყო?!

* * *

– რატომ მოკალი ძაღლი, კირილიჩ?
– ლოთებს უყეფდა, მერე კი კბენდა და იმიტომ.
– ეყეფა მერე, რას გიშლიდა?
– ამ ბოლო დროს მეც დამიწყო ყეფა და სანამ მიკბენდა, მოვასწარი.

* * *

ქელეხია კახეთში. მიტომ ოხშივარავარდნილი ხაშლამის ჯერ ერთი ნაჭერი გადაიღო, მერე მეორე, მერე მესამე. ნერწყვმორეულმა შაქრომ ვეღარ მოითმინა:
– კარგი, რა, ჯო! თეფშზე ძვლების დასაყრელი ადგილი მაინც დაიტოვეი.

* * *

გურული ექიმთან მივიდა.

– სხვა გზა არაა, – უთხრა ექიმმა, – ყურები უნდა დაგაჭრათ.
გიჟია ესო, გაიფიქრა გურულმა და მეორე ექიმთან მივიდა, თან მოუყვა, პირველმა რა უთხრა.
– მართლა ყასაბია ის ექიმი! – აღშფოთდა მეორე, – მოჭრა როგორ შეიძლება! მე შენ ისეთ მაზს მოგცემ, რომ წაისვამ, ყურები თავისით ჩამოგცვივა.

* * *

– როგორც ვხედავ, ჩემი გაკეთებული კერძი არ მოგწონს, – ეუბნება ახალი პატარძალი ქმარს.
– როგორ არა, ძვირფასო, მომწონს, მაგრამ არც ისე ძალიან, რომ ვჭამო.

* * *

– რატომ ეყრები ცოლს?
– სიგარეტს ეწევა.
– ახლა ყველა ქალი ეწევა, მერე რა მოხდა?
– ლოგინში ეწევა.
– მოწიოს ლოგინშიც, შენ რას გიშლის?
– ყურში მაფერფლებს.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 187 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]