მთავარი » 2011 » აპრილი » 11 » ანეკდოტების კრებული
09:55
ანეკდოტების კრებული

მსხვილი კომპანიის დირექტორი ეუბნება მეგობარს

-საუკეთესო ბუღალტერს ვეძებ.

____________________________


____________________________

 

იცით რა ქვია ფაბრიკის დირექტორს, რომელსაც ანაღვლებს გარემოს დაბინძურება?

_ უმუშევარი

____________________________


____________________________


____________________________

 

მსუქანი ქალი სასწორზე დგება. ცოტა ხანში კივილი ისმის.

_საყვარელო, ეს შენ დაიყვირე თუ სასწორმა?

____________________________

 

___________________________


როგორ იქნება ინგლისურად: ,,ჩემი სიდედრი სამუდამოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ,,
_Yeeeeeeeeeees!!!

________________________

 

 

________________________

 

 

________________________


პროგრამისტი ვერ იძინებს და 
ადგება ჩაიცვამს,გაიხდის და ისევ დაწვება.

________________________

 

ბუღალტერი ცოლს მოიყვანს და სიმამრთან მიღება-ჩაბარების აქტს გააფორმებს 

________________________

 

_ ძვირფასო, ყავა გინდა?
_ კი.
_ მაშინ შენთვისაც გაიკეთე.

________________________

 

_ გტანჯავთ თუ არა ეროტიკული სიზმრები? _ ეკითხება ექიმი პაციენტს.
_როგორ  თუ მტანჯავს?! _ გაუკვირდა პაციენტს.

________________________

 

კვლევა:
ხინკლის გაკვეთის შედეგად აღმოჩენილი იქნა ხორცი.
დასკვნა:
ხინკალი მტაცებელია.

________________________

 

ერთ კაცს ეკითხებიან, ქალზე რომელსაც საკმაოდ სქელი მაკიაჟი ედო სახეზე:
- როგორ მოგწონთ ეს ქალბატონი?
- ვერ გეტყვით, ფერწერაში ვერ ვერკვევი.

________________________

 

ცოლი დიდხანს ათვალიერებდა თავის თავს სარკეში. მერე მიუბრუნდა თავის ქმარს და მიაძახა:
- მეტის ღირსი მაინც არა ხარ!

________________________

 

ზებრა და პინგვინი მივიდნენ ფოტოს გადასაღებად.
- ფერადი გადავიღოთ?-ეკითხება ფოტოგრაფი.
- არა, შავთეთრი საკმარისია.

__________________________


ლაპარაკობს ორი სპორტული კომენტატორი:
- როგორ მოგწონს 10 ნომრის თამაში.
- ეგ მე რუსთაველს მაგონებს.
- რუსთაველს?.. რუსთაველს ხომ არასოდეს არ უთამაშია ფეხბურთი.
- სწორედ მაგიტომ მაგონებს.

______________________

 

გაქურდული იქნა ბინა. ქურდის ხელის გულის ანაბეჭდით კრიმინალისტებმა დაადგინეს:

ის იცხოვრებს დიდხანს, მაგრამ ბედნიერება არ ეღირსება.

________________________

 

მეგრელი თავის სტუმარს აჩვენებს კედელზე ჩამოკიდულ ძველებურ დამბაჩას და ეუბნება:
- ეს უნიკალური იარაღია, ამით მოკლეს იული ცეზარი.
- რას ამბობთ?! იმ დროში დამბაჩები არ იყო.
- მეც მაგას ვამბობ, უნიკალური იარაღია.

________________________

 

- მამა, რატომ არის მთვარე ვარსკვლავებზე დიდი?
- აბა რა ვი..
- მამა, რატომ არის მზე ასეთი კაშკაშა?
- აბა რა ვი..
- მამა, ხომ არ დაგღალე შეკითხვებით.
- არა, არა, მკითხე შვილო, მკითხე. მე თუ არ აგიხსენი სხვა ვინ რას აგიხსნის...

________________________

 

ლომმა შეკრიბა მხეცები და გამოაცხადა:
- დღეს ყველაზე მშიშარა უნდა შევჭამოთ!
კურდღელი წამოხტა და წამოიძახა:
- ტახს არავის დავაჩაგვრინებ!

________________________

 

მარტო კაციჭამიებს არ უნდათ დაიჯერონ, რომ ადამიანების მაგივრობას კომპიუტერები შეძლებე 

________________________

 

- მამა, ხუთი თეთრი მომეცი რა!
- რათ გინდა ხუთი თეთრი?
- იმისათვის, რომ შეგრცხვეს, შენ ბავშვს მარტო ხუთი თეთრი, რომ აქვს.

________________________

 

ბავშვი ეკითხება მამას:
- მამა, კავკასიონი სად არის?
- დედაშენს ჰკითხე, მაგისას ხომ ვერაფერს გაიგებ სად რას ინახავს.

________________________

 

- ქალბატონო, თქვენ გიყვართ თქვენი ქმარი?
- კი, მიყვარს... მე ყველა კაცი მიყვარს.

________________________

 

ერთი კაცი ეუბნება მეორეს:
- საზღვარგარეთ ვიყავით და ჩემი ცოლი წმინდანად შერაცხეს.
- თქვენ ეტყობა ინდოეთში იყავით.

________________________

 


აბარამოვიჩის ბავშვის მასწავლებელი შურით მოკვდა, როცა წაიკითხა მისი თხზულება: „როგორ გავატარე ზაფხული."

____________________

 

პატარა ბიჭი მამას ეკითხება:
- მამა, ამხელა ღიპი ლუდისგან გაქვს?
- არა, ლუდისთვის.

________________________

 

ტიპი ზის კომპიუტერთან. ამ დროს ურეკავს დედა:
- შვილო, როგორ ხარ?
- ცოტა მაციებს.
- ფანჯრები გექნება ღია და დახურე.
ცოტა ხნის მერე ტიპი ურეკავს დედას:
- დედა, ყველა ფანჯარა დავხურე, ორჯერ გადავტვირთე, მაგრამ მაინც მაციებს...

________________________

 

ბუღალტერი თავის 4 წლის ბავშვს კონკიას ზღაპარს უკითხავს. ბავშვი ყურადღებით უსმენს. იმ ადგილის წაკითხვის შემდეგ, სადაც გოგრა ოქროს ეტლად გადაიქცევა, მამას ეკითხება:
- მამა, როცა გოგრა ოქროს ეტლად გადაიქცევა, ეს როგორ იქნება კლასიფიცირებული: როგორც შემოსავალი, თუ როგორც ქონების ღირებულების გაზრდა?

________________________

 

მიმდინარეობს ოპოზიციის მიტინგი. ამ დროც ქალაქის თავზე გადაიჭიმება ცისარტყელა:
- ხედავთ ხალხო, რაში ხარჯავენ ფულს!

________________________

 

ერთი ტიპი უყვება მეორეს:
- გუშინ შენი ცოლი ლიფტში შემხვდა. ისეთი მაგარი ანეგდოტი მომიყვა სიცილისგან კინაღამ საწოლიდან გადმოვვარდი

________________________

 

პაციენტი შედის ექიმთან:
- ექიმო, აი ჩვენც მოვედით!
- ვინ „თქვენ"?
- მე და ჩემი ჭიები.

____________________

 

ექიმი ეუბნება პაციენტს:
- ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით, ყველაფერი კარგად არის. აი, ოპერაციამდე ძალიან ცუდად იქცეოდი: ყვიროდი, იგინებოდი, გაქცევას ცდილობდი. შენი მეგობარი კიდევ უფრო უარესად იქცეოდა...
- აბა რა იქნებოდა?! ჩვენ აქ მინების გასაწმენდად გამოგვგზავნეს.

კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 768 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]