ანეკდოტები იმერლებზე - 9 იანვარს 2011 - ټ იცინე აქ ჩვენთან ერთად ټ
მთავარი » 2011 » იანვარი » 9 » ანეკდოტები იმერლებზე
19:12
ანეკდოტები იმერლებზე

მთავარი გმირი - ჭიჭიკია

-ჭიჭიკია, სად მიგყავს ეგ ძაღლი?
-მესაათესთან !
-ძაღლს რა უნდა მესაათესთან?
-რა ვიცი, სულ უკან მრჩება, ეს შობელძაღლი! 

 

 

***

-ჭიჭიკია, ეგ ბავშვი შენია?
-ჩემია, აბა ვისია?!
-მერე, შენთვის თუ გინდოდა, შე კაცო, წესიერი ვერ გააკეთე ?!
           
***
სასადილოში შემოსული ზანგი მიშტერებია ჭიჭიკიას.
-რავა მიმშტერებიხარ, გენაცვალე, თითქოს მე ვიყო ზანგი და შენ კიდევ - ქუთაისელი! - მიაძახა ჭიჭიკიამ.

 

***

-გუშინ ჭიჭიკიას თავისი მანქანით, იმისთანა "პავაროტი" გაუკეთებია, რომ თურმე უკანა ნომერი დაუნახია!

 

 

***

ჭიჭიკია, ვისია მაი ტყუპები?
- ჩემი კია, ტყუპი არაა, მარა ისეთი მოუსვენარია გაორებას იძლევა ეს შობელძაღლი.

***
ჭიჭიკია დგას გზაზე, დაარტყამს მანქანა. გადმოვა მძღოლი და ეხვეწება:
- ადექი ბიჭო, ნუ დამღუპავ, ადექი გთხოვ…
გურული გაახელს თვალს:
- ვიდექი, მარა დამაყენე?


***
- ჭიჭიკია, შენს ცოლს მოწევის ნებას რთავ?
- აპა რა ვქნა, ცოტა ხნით მაინც ხომ უნდა იყოს გაჩუმებული?!


***
სამსახურში თანამშრომელთა საატესტაციო ტესტი-გამოცდა ტარდება.
გამოცდიდან სახეაჭარხლებული ჭიჭიკია გამოვარდა, კარი მიაჯახუნა და სიმწრის ოფლი მოიწმინდა.
- რა ქენი? - მივარდა ნაზიკია.
- რა უნდა მექნა, ისეთი ტესტი შემხვდა, სირცხვილით დავიწვი კაცი.
- მაინც რა ეწერა ასეთი?
- "სად ეზრდებათ ქალებს ყველაზე ხშირი და ხვეული თმა”-ო. აბა, ამისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, ვერაფერიც ვერ დავწერე, ჩავიჭერი...
- სწორი პასუხი თუ იკითხე მაინც, რა არის?
- ზიმბაბვე ყოფილა!
- მერე?
- რა მერე, ქალო, კაცი დავბერდი და მაგ ადგილს თუ ზიმბაბვე ერქვა, პირველად გავიგე!


 ***

ჭიჭიკია უყვება ბიჭიკიას:

- გუშინ ქორწილში ვიყავი მეჯვარედ... ჰოდა, შუა ქორწილში გადეირია სიძე, წამოხტა ფეხზე და დედოფალს წიხლი ჩააზილა ფეხებს შორის...

- მერე, მერე... - რაღა მერე, ჩააზილა და ხელი მომტეხა მაგის...

კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 495 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

 bolo magaria:D sg kokiii  
  Spam 11.01.2011 17:30
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]