მთავარი » 2010 » ნოემბერი » 21 » ანეკდოტები
10:26
ანეკდოტები


* * *
ავსტრალიელი ფერმერი გუბურასთან მივიდა და ხედავს, მასში შიშველი გოგონები ბანაობენ. გოგონებმა დაინახეს და ყვირილი ატეხეს:
– აქედან მოშორდი, სანამ არ წაეთრევი, წყლიდან არ ამოვალთ!
– რა ჯანდაბად მჭირდებით, უბრალოდ, ჩემი ნიანგების დასაპურებლად მოვედი.

* * * 
განცხადება გაზეთში:
ვეძებ ქმარს! მწეველს, მსმელს, ქალების მოყვარულს! მიმაჩნია, რომ მეუღლეებს საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ!

* * *
პატრული მანქანას გააჩერებს და საბარგულს დაათვალიერებს. იქ 10 დიდ დანას ნახავს. პოლიციელი მძღოლს ეკითხება:
– რად გინდათ ამდენი ცივი იარაღი?
– ცირკში ვმუშაობ, ჟონგლიორი ვარ.
– არ მჯერა, აბა, მაჩვენე!
მძღოლი დანებს აიღებს და ჟონგლირებას იწყებს. ამ დროს გვერდით მანქანა ჩაივლის, მძღოლი დაინახავს და ცოლს მიუბრუნდება:
– მადლობა ღმერთს, დალევას თავი დავანებე, შეხედე, როგორი ტესტები მოუგონიათ!

 
*  *  *
პატრული სიჩქარის გადაჭარბებისთვის მანქანას აჩერებს და მძოღლს ეკითხება:
– რატომ დაარღვიეთ მოძრაობის წესები?!
– მეგობრებთან ერთად გავერთე, დრო გავატარეთ, ახალი წელი აღვნიშნეთ, ჰოდა, ახლა სახლში მიმეჩქარება, მეუღლე ღელავს, ალბათ, ჭკუიდან იშლება.
– თქვენ რა, სრულ ჭკუაზე ხართ, რა ახალი წელი, მაისია!
– ჰოდა, მეც ამიტომ ვჩქარობ!..


* * *
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისული კომისიის წევრები ხედავენ, რომ გიჟები ნივთებს ფანჯრებიდან ისვრიან.
– რას აკეთებთ? – კითხულობს კომისიის ერთ–ერთი წევრი.
– თვითმფრინავებს ვუშვებთ.
– ექიმი სად არის?
– პირველი რეისით გავაფრინეთ.


* * *
პოლიციაში სატელეფონო ზარია:
– ალო, მიშველეთ, მანქანა გამიქურდეს, აღარც საჭეა, აღარც სიჩქარეთა გადასართველი, არც აქსელარატორი და არც ტორპედო!
ტელეფონი გაითიშება. ხუთ წუთში ისევ რეკავს:
– ბოდიშით, უკანა სავარძელში ჩავმჯდარვარ

 
*  *  *
ცოლი ქმარს ტელეფონზე ურეკავს:
– ძვირფასო, იცი, მანქანა გამიფუჭდა.
– რა მოუვიდა? – კითხულობს ქმარი.
– კარბურატორში წყალი შევიდა.
– შენ რა იცი, რა არის კარბურატორი, სად არის მანქანა?
– ტბაში, ძვირფასო.

*  *  *
ერთი მეგობარი დილით ადრე ურეკავს მეორეს:
– ბიჭო, გუშინ ლუდი დავლიეთ?
– დავლიეთ.
– არაყიც დავლიეთ?
– დავლიეთ.
– არაყის მერე რა დავლიეთ, გახსოვს?
– რაკეტის საწვავი.
– საპირფარეშოში იყავი?
– არა?!
– არც შეხვიდე, ტოკიოდან გირეკავ, ტოკიოდან!!!

* * *
ზოოპარკში დედა შვილს აფრთხილებს:
– შვილო, ლომს ხელი არ ახლო, რწყილები არ ჰყავდეს.

* * *
კაცს მეზობელი ურეკავს:
– ალო, შენი მეზობელი ვარ! შენს ბინაში ქურდები არიან შესულები და ნივთები გააქვთ!
– რომელი?
– შენი სიდედრის დივანი, ჩანთა, ქურქი!
– ჩუმად! არ დააფრთხო!

*  *  *
რატომ წრიპინებს კომპიუტერი, როდესაც ერთდროულად რამდენიმე კლავიშს აწვებით?
– იმიტომ, რომ კლავიატურაზე ჩაძინებული პროგრამისტი გააღვიძოს.


*  *  *
ორი დაქალი საუბრობს.
– იცი, გუშინ მეუღლეს სილამაზის სალონში წასასვლელად 200 ლარი ვთხოვე – ეუბნება ერთი მეორეს.
– მერე, მოგცა?
– იმ უსინდისომ შემათვალიერა და 500 ლარი მომცა.

*  *  *
– რატომ ხარ გაბრაზებული?
– ბიჭი შემეძინა გუშინ.
– მერე არ გიხარია?
– რა გამახარებს, თუ კაცი ხარ! ამიწონენ სამშობიაროში და 3 კილო და 600 გრამიაო, მითხრენ. მევიყვანე სახლში, ავწონე ჩემი ხელის სასწორზე და ზუსტად 3 კილოა. ყველგან შენი სასწორით რაფრა უნდა იარო ამ დროში!

*  *  *
– რატომ გაწოლილხარ მაგ საფლავზე? – ეკითხება სასაფლაოს დარაჯი კაცს.
– სიდედრი დავმარხე გუშინწინ აქ.
– ასე ძალიან გიყვარდა, ზედ რომ გაწოლილხარ?
– მაგი არაა შენი საქმე!
– მაშინ ადექი.
– იფ, რა კაია! გუშინ ათი წუთით ავდექი და ტუალეტიდან რომ დავბრუნდი, ამომხტარი დამხვდა.

*  *  *
– 15 კაცი როგორ გაიტანე? – ეკითხება მოსამართლე კამაზის მძღოლს.
– როგორ, ბატონო მოსამართლევ და დინამოსთან მივდიოდი. სტადიონთან ვიღაც მატრაკვეცა მოხუცი ქალი გადმომიხტა გზაზე. ვიფიქრე, ამას რომ ავაცილო, სტადიონზე შევვარდები, იქ მატჩია–მეთქი და ამდენი ხალხის სიკვდილს იმ მოხუცის სიკვდილი ვამჯობინე.
– კი მაგრამ, 15 კაცი როგორ გაიტანე?
– ხომ გითხარით, მატრაკვეცა იყო–მეთქი. პირდაპირ სტადიონისკენ არ წაცუხცუხდა?!

*  *  *
– პირდაპირ არ ვიცი, გავთხოვდე თუ არა. არადა, დაჩოქილები მეხვეწებიან.
– ვინ და ვინ?
– დედაჩემი და მამაჩემი.

* * *
– ქალბატონო, თქვენს სურათს ხომ ვერ მაჩუქებთ? – ეუბნება ქუთაისელი წვეულებაზე გაცნობილ მანდილოსანს.
– ვაიმე, რად გინდათ? – კეკლუცობს ქალი.
– კანფეტების კოლოფზე მივაკრავ და ბაღნები აღარ მიეკარებიან.

*  *  *
გახურებული ჩხუბის შემდეგ ქმარი კარს აღებს და გასვლას აპირებს.
– ლაჩარო! – კივის ცოლი, – ლაჩარო! გარბიხარ, არა?!
– არა, ნაჯახის მოსატანად მივდივარ! – ამშვიდებს ქმარი.

* * *
ავტობუსი გაჭედილია. მსუქანმა ქალმა უკვე მესამედ დაადგა ფეხზე ფეხი გამხდარ, მელოტ კაცს.
– მოეჭიდეთ რამეს ბოლოს და ბოლოს, ქალბატონო! – მოთმინებიდან გამოვიდა კაცი.
– გაქვს რამე მაგნაირი? – უბღვერს ქალი.

*  *  *
– აი, ამ ფანჯრიდან გადავხტები!

– ემუქრება ცოლი ქმარს და ფანჯარას აღებს,

– შენისთანა ლოთთან ცხოვრება არ შემიძლია!.. მოიცა, რას შვრები!.. გამიშვი ხელი!.. მე თვითონ!.. მე თვი…

* * *
– ექიმო, ნახევრად ყრუ ვარ.
– კარგი, ახლა მე ვიტყვი სიტყვას და შენ გაიმეორე.
– თქვი.
– რვა. გაიმეორე!
– ოთხი.

* * *

და თქვენ ამბობთ, რომ თქვენმა ინვალიდმა ქმარმა გცემათ?
– სანამ ცემას დამიწყებდა, არ იყო ინვალიდი, ბატონო მოსამართლევ!

* * *
დილის 7 საათია. გაგლეჯილ პახმელიაზეა მორგის სანიტარი რაჟიკო. მორგს ათვალიერებს და მთქნარებით ამბობს:
– კუთხეში რომ მკვდარი იწვა, გაპარულა. ერთი ის გამაგებინა, თუ გაქცევა უნდათ, ამ მორგში რას მორბიან. 
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 277 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]